დაკარგული სიყვარული 💔


,,დაკარგული სიყვარული''
ყველაფერი  იმ ზაფხულში  დაიწყო, ჩვენს სოფელში ძალიან კარგად ვერთობით ზაფხულზე, ათას სისულელეს ვაკეთებთ, მიუხედავად იმისა რომ წელს სკოლა დავამთავრე თავი ისევ ბავშვი მგონია, უკვე უნდა გადავაბიჯო ფეხი თითქოსდა ახალ სამყაროში, რომელიც ჩემთვის უცნობია , ეხლა უნდა ვისწავლო დამოუკიდებლად საქმის კეთება და გადაწყვეტილების მიღება, თითქოს უნდა დავივიწყო რომ აღარ ვარ ბავშვი , უკვე უნდა შევძლო ყველაფერი მარტო მოვაგვარო, თითქოს ცოტა  რთულია მაგრამ ყოველთვის ბავშვი ვერ იქნები, ყოველთვის სხვა ვერ გააკეთებს საქმეს შენს მაგივრად, უკვე დამოუკიდებლად ცხოვრება უნდა ვისწავლო , მაგრამ  ისე არა რომ დამავიწყდეს თუ რამდენი ადამიანი დგას ჩემს უკან,ამაზე ბედნიერება რა უნდა იყოს როცა ვინმე ზურგს გიმაგრებს, მიუხედავად იმისა რომ ჩემი ოჯახი სულ გვერდით მიდგას დედა სულ სხვაა, ის ჩემი მეგობარია, ჩემი მესაიდუმლე .
ხოლო მამა აქ საუბარი მიჭირს ის ჩემთვის მკვდარია …
მან მოიპარა  პირველი ჩემი სამი წელი…
აი ასე უბრალოდ და თან ძალიან რთულად, თუმცა ეს ხელს არ უნდა მიშლიდეს ვიყო წარმატებული, გონიერი და დამოუკიდებელი,
ჩემს ჩამოყალიბებაში დედას მიუძღვის დიდი როლი, ის მუდამ ზურგს მიმაგრებს და მამხნევებს, ამაზე დიდი ბედნიერება არ ვიცი რა უნდა იყოს, მგონია რომ დედა-შვილობა ერთ-ერთი მარადიული და თბილი გრძნობაა.
გარდა დედისა ჩემს ცხოვრებაში დიდი ადგილი აქვთ მეგობრებს მაგრამ ცოტა არ იყოს მიჭირს მრავლობითში საუბარი,რადგან 
მეგობრების რაოდენობით არ გამოვირჩევი, თუმცა შემიძლია ვიტრაბახო რომ მყავს ერთადერთი მეგობარი რომელსაც დიდი ადგილი უკავია ჩემს ცხოვრებაში,მას შემიძლია ველაპარაკო ყველაფერზე რაც მაწუხებს და მჯერა რომ გამიგებს და გამამხნევებს, ამაზე მეტი რა უნდა გინდოდეს მეგობრისგან. 
ვამაყობ რომ ესეთი მეგობარი მყავს, თუ შენს გვერდით ასეთი მეგობარია ჩათვალე რომ ცხოვრება უფრო იოლი ხდება დამიჯერე. 
                 ………

ზაფხულში ძალიან კარგად ვერთობით, წელს გამოცდები ჩავაბარე და ჩემზე ბედნიერი ადამიანი თუ იყო სადმე ვერ წარმომედგინა,  თან გრანტით , იმ დღეს ბედნიერებისგან დავფრინავდი, იმ ზაფხულზე გავიცანი ბიჭი რომელიც ძალიან უცნაური იყო და სულ ნერვებს მიშლიდა, მინდოდა ზოგჯერ ყელში ვმწდარიყავი და დამეხრჩო..
ზოგჯერ ისეთ რამეს მაბრალებდა რომ საერთოდ…
ერთმა  ჩემმა მეგობარმა მოატყუა რომ ვითომ მასზე ცუდი რამ ვილაპარაკე და გავლანძღე,საღამოს კი ბირჟაზე რომ მოვიდა ამდენ ხალხში გამომლანძღა, მიუხედავად იმისა რომ ნამდვილად არ მეზარებოდა გულზე, ასეთ რამეს მაინც არ ვიტყოდი, უკვე მეზარებოდა ყველასთვის დამემტკიცებინა რომ არაფერი არ მითქვამს მასზე, სხვებს რომ თავი დავანებოთ მისთვის არ მინდოდა რამის მტკიცება . თან ამ ბოლო დროს უფრო კარგი ურთიერთობა გვქონდა , თითქოს დავმეგობრდით და ეს უფრო მაღიზიანებდა.
-იცი, მართლა არ მეგონა აქამდე თუ დაეცემოდა,
-არ გინდა რა ასეთი ტყუილები, შენ ვინ ყოფილხარ ,უსინდისო 
ასე ლანძღავს ყველას? მალადეც 
- არ ვაპირებ ვინმეს რამე ვუმტკიცო, მაგრამ გეტყვი რომ მე მასეთი რამ არ მითქვამს და არც ვიტყვი, მაგრამ სამწუხაროა… რას იზავ… საღოლ ტაში..
      ეს ვუთხარი და ცრემლიანმა იქაურობა დავტოვე, ასე ცუდად თავი არ მიგრძვნია. ვითომ მეგობარს კი გვერდი ავუარე და ამ ამბის შემდეგ არ დავლაპარაკებივარ,  ვერ გამიგია ესეთი მეგობრისთვის, ეხლა მინდა ვიყვირო.. ისე რომ ყველამ გაიგონოს, თუმცა მაინც ვერავინ გამიგებს ვიცი…მხოლოდ სოფო შეძლებს ჩემს გაგებას, მის გარდა არავინ დამრჩა მანუგეშებელი, ოჯახს კი არ ვუმხელ, ისე დაიფანტნენ ვითომ მეგობრები ნუთუ ასეთმა პატარა სიომ შეძლო მათი დაფანტვა და შორს ძალიან შორს წაყვანა…
სასწრაფოდ სოფოს მივწერე რომ ყველაფერი მომეყოლა. მანაც გამიგო და მანუგეშა. ისე  მესიამოვნა რომ თითქოს ცოტა ხნით დამავიწყა მომხდარი. მე კი აი ასეთ მეგობრებს ვაფასებ, მუდამ რომ შენი ესმით და გიგებენ, სწორედ ასეთი მეგობრისთვის ღირს სიკვდილი , მართლა….
იმ დღის შემდეგ არ მინდოდა მისი ნახვა,  მაგრამ სხვის გამო რატომ უნდა ვთქვა უარი მეგობართან დროის გატარებაზე, მგონი ეს იდიოტიზმი იყო ალბათ, მეტი არაფერი .
სოფოს მივწერე რომ ვნახავდი, სოფელში მართლა კარგად ვერთობოდით,  მდინარეზეც ვიყავი და საღამოს ბირჟაზე გადავწყვიტე ასვლა, გავბედე წავედი. 
იქ  ის ვნახე ავთო, არც კი შემიხედავს, პირდაპირ სოფოსკენ გავეშურე. ჩემს ერთადერთ მანუგეშებელთან, ისე თითქოს ბრაზი გამიქრა რადგან მეცოდება ისეთი ადამიანი ვინც სხვის ნათქვამს ისე იჯერებს რომ არც არკვევს სიტუაციას, თან მეღიმება…
სოფო სახალისო ისტორიებს მიყვება და ვიცინით, ამ  დროს ვგრძნობ მხარზე ვიღაც ხელს მადებს, ეს ავთო იყო მითხრა რომ საუბარი უნდოდა, მე კი უარზე ვიყავი მაგრამ დავთანხმდი,
ცალკე გავედით დაიწყო რაღაც სულელური ლაპარაკი, ხან რას მიედებოდა ხან რას, მე კი ვუთხარი:იცი ასეთი არ მეგონე ბოდიშის თქმასაც ვერ ახერხებ, სასაცილოა….იცი რას გეტყვი ბოდიში მაშინ მოიხადე როცა ნამდვილად გაიაზრებ რა დააშავე, ეს ბოდიში უბრალოდ ფუჭი სიტყვაა, 
წამოსვლა დავაპირე და ვუთხარი,, იცოდე ასე თუ გააგრძელებ, ვერაფერს ვერ მიაღწევ, უნდა ისწავლო  ყველაფრის აღქმა და გაანალიზება, დამიჯერე .
                                                          …….    ……… ………..
 ერთი კვირის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ბოლო დროს ცუდად ვიყავი, ოჯახის წევრების თხოვნით ანალიზები გავიკეთე და რადგან გული ხშირად მტკიოდა კარდიოგრამა გადავიღე, რამოდენიმე დღეში გავიგე რომ გულის მანკი მქონდა, ძალიან რთულად იყო მდგომარეობა. ვისთან უნდა წავსულიყავი თუ არა სოფოსთან, მიჭირდა უკვე ყველაფრის გაანალიზება, საჭირო გახდა ჩემი სავადმყოფოში დაწვება. ბევრი ვიდავე ამაზე რომ არ მინდოდა სიცოცხლის ბოლო დროის იქ გატარება.
უკვე არ ვიცი რა მექნა , სოფო რომ არა გავგიჟდებოდი.
უკვე წასვლის დრო მოვა ხვალ დილით ადრე უნდა წავსულიყავი. ჯერ სოფოსთქნ ერთად ვიყავი. შემდეგ საღამოთი გადავწყვიტე მზის ჩასვლა მენახა იქ მეგობრები ხშირად დავდიოდით, მაგრამ ეხლა მარტო წავედი, ვუყურებდი როგორ ეშვებოდა  მზე ამ ორ ქედს შორის, ისე ლამაზად , ცაზე წითელი და ვარდისფერი  ფერები ჭარბობდნენ. ამ ფერებში იმალებოდა რაღაც ლამაზი და სათუთი, რომელიც ვერავის ამოეხსნა, ამაზე ლამაზს რას ნახავდი მზე იძირებოდა და თან მიჰქონდა მისი სხივები, ფიქრებში გავერთე და ვიგრძენი უკან ვიღაც მომიახლოვდა, ეს ავთო იყო მან მართლა გულწრფელად მომიხადა ბოდიში, ბევრი ვისაუბრეთ და ამ საუბარში დაბნელდა, მე კი  ამ გაშლილ მდელოზე მინდოდა დარჩენა და ვარსკვლავების ყურება, იმ ღამეს ერთად ვუყურეთ ვარსკვლავებით მოჭედილ ცას, წამოსვლის დროს კი გადამეხვია და მითხრა რომ:დამიჯერე ჩვენ კიდევ ბევრჯერ ვნახავთ ვარსკვლავებიან ცას და მზის ჩასვლას , გჯეროდეს ეს.
                               ………..        …………..           ………….
მეორე დღეს დილით ექვს საათზე გავედით, სავადმყოფოში არ მომწონდა, სულ ვიხსენებდი იმ საღამოს, გონებიდან ვერ ვიგებდი, ყველაფერს სოფოს ვუყვებოდი და რჩევებს მაძლევდა, ეს გოგო ჩემთვის ანგელოზი იყო, ჩემი მესაიდუმლე და კიდევ ბევრი რამ… მინდოდა მეთქვა რომ მალე გამომწერდნენ.
ასე თუ ისე ყველაფერი კარგად მიდიოდა, ჯანმრთელობის მხრივ. რაც მახარებდა, ერთი სული მქონდა როდის ვნახავდი, ვეტყოდი როგორ მიყვარს და ვაფასებ. ერთ საღამოს ვრეკავ სოფოსთან არ მპასუხობს, დაახლოებით ოცი ზარი შევიდა ვრეკავ დედაჩემთან , აქაც არავინ მპასუხობს და ბოლოს ვრეკავ ავთოსთან, ნეტავ იმ დროს მიწა გაყოფილიყო და შიგ ჩავეტანე. ზარი გადის უკვე გათიშვას ვაპირებ და ისმის უცნობი ხმა , მიკვირს ვეუბნები თუ ვინ არის, ის კითხვას მიბრუნებს და მეუბნება რომ ექთანია მე კი ვუპასუხე რომ მისი შეყვარებული ვიყავი. მან კი რა მითხრა: იცით ის უკვე .. უკვე გარდაიცვალა, სამწუხაროდ, 
და ზარს ვთიშავ, იმ დროს გაჩერდა დრო, ძარღვებში სისხლი გამეყინა, გრძნობები ერთმანეთში ამერია. მინდა ვიყვირო, ვიბღავლო მაგრამ ხმა, ღმერთო ჩემო ვერ ვიღებ, ტირილს ვიწყებ,რა ცუდად ვიყავი, როგორ მტკიოდა სული და როგორ მეწვოდა, გული თითქოს უნდა გაჩერებულიყო. ამ წუთს ამ წამს, მთელმა ჩემმა ცხოვრებამ თვალწინ ჩამიარა, ამ ყველაფერმა დამანახა თუ როგორი მწარე და დაუნდობელია ცხოვრება, ჯერ კიდევ არ მეჯერა ეს ყველაფერი ვიდრე მის საფლავზე არ მივედი. იქ წასვლა მარტო გადავწყვიტე. იმ დროს როცა დავინახე შავი მიწა ყვავილებით,  სუნთქვა შემეკრა და ტირილი დავიწყე, ცრემლებმა დაიწყეს ღაპა-ღუპით წამოსვლა . ის დამპირდა რომ კიდევ ვნახავდით ერთად მზის ჩასვლას და ვარსკვლავებს, ეხლა კი წყვდიადის გარდა რის დანახვას შეძლებდა. სულ მუდამ მენატრებოდა და მაგონდებოდა ის დრო როცა ერთად ვიყავით. ერთად ვხედავდით სამყაროს სილამაზეს. როცა ცუდად ვიყავი სულ ავთოს საფლავზე დავდიოდი და ჩემს დარდს ვუყვებოდი რომელიც მას ეხებოდა. სოფო კი მარიგებდა რომ ასე მხოლოდ თავს ვავნებდი და მართალიც იყო, თუმცა მე და ჩემი ეგოიზმი, მაგრამ განა იოლია დაივიწყო შენი სიყვარული რომელიც დაკარგე, ეს ისეთი რთულია…….
               ……….           ………….                     ………….          ………
მას შემდეგ ექვსი წელი გავიდა, მე ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე ჩავაბარე და ვცდილობ ხალხს დარდი ჩევუმსუბუქო. მაგრამ ავთო ის მუდამ ჩემს გულშია,  მუდამ ჩემი გულისა და სულის ნაწილი იქნება, მის გარდა არავინ შემიყვარდება , ასე მგონია, ჩვეულად დავდივარ მის საფლავზე და ვუყვები ყველაფერს, ძალიან მიჭირს უკვე ვუყურო მზის ჩასვლა და ვარსკვლავებს, ისინი აღარ არიან ისეთი ლამაზები როგორც მაშინ, როგორც იმ დღეს, ეხლაც ცრემლები მომდის და ვერ ვივიწყებ იმ სანატრელ წარსულს,ვერ ვივიწყებ ჩემს პირველ და უკანასკნელ სიყვარულს, ჩემს დაკარგულ სიყვარულს…….

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი