ჩემი გაზაფხული


,,ჩემი გაზაფხული'’
დღეს გაზაფხულის პირველი დღეა, მზე თითქოს სულ სხვანაირად ანათებს, სრულიად უცნაური და თბილი სხივები აქვს,   გაზაფხული რატომღაც უცნაურია ჩემთვის და თან  ძალიან მძიმე და ტრაგიკული,ჩემი მოუშუშებელი ტკივილი, გახსენებაც კი მიჭირს,არ მინდა გავიხსენო მაგრამ როგორ შევძლო მისი დავიწყება, ის ჩემი გაზაფხული იყო და მუდამ იქნება,  მისი გარდაცვალებიდან ორი წელი გავიდა,ორი უმძიმესი წელიწადი, დრომ კი ვერ შეძლო ჩემი განკურნება, ვერ შეძლო ჭრიბოლების მოშუშება, ვერ დამავიწყა ჩემი გაზაფხული, ჩემთვის ყველაზე საყვარელი წელიწადის დრო წამებში გადაიქცა, აუტანელ და ტრაგიკულად, 
……..             ……….            ……………
ორი წლის წინ:
წელს დავამთავრე უნივერსიტეტი, სამსახურიც მალევე ვიშოვე, მიხაროდა შემეძლო ჩემი პროფესიით მუშაობა,  პროკურორი ვარ , დატვირთული გრაფიკის მიუხედავად არ ვწუწუნებ,  სახლში იშვიათად ვარ,სამსახურში ვაღამებ და ვათენებ, საკუთარ თავს დროს ვეღარ ვუთმობ, დღეს კი გადავწყვიტე ცოტა ხნით გამესეირნა, გაზაფხულის თბილი საღამო იყო, სკვერში მოვაბიჯებ, ყურადღება გამექცა სკვერის ბოლოში მდგარი ბიჭისკენ, ჩემი ყურადღება ბიჭმა კი არა მისმა ნახატებმა მიიქციეს, მივუახლოვდი მისი ნახატები მართლაც საოცარი იყო, მის ნახატებში დავინახე გრძნობები , განცთები, აზრები ამ ნახატის მთავარი შინაარსი,მის ნამუშევრებში სიხალისესთან ერთად სევდაც ჩანდა, რაღაც ამოუცნობი სევდა, მინდოდა ერთი ნამუშევარი შემეძინა, შევიძინე მართლაც, მზის ჩასვლა რომ გენახათ ისეთი ლამაზი იყო თვალს არ მოწყვეტით, რაღაც უცნაური სიმშვიდე და სინაზე იგრძნობოდა ამ ნახატში, რომ ვუყურებდი თითქოს შიგნით ვიძირებოდი, ნახატი მიწვევდა, მზის სხივები საოცრად ეშვებოდნენ ზღვაში, მზე იძირებოდა შავ და თან ლურჯად მოკამკამე ზღვაში, თითქოს ზღვა შთანთქავდა მზეს,იზიდავდა და იპყრობდა მის სინათლესა და სიკაშკაშეს, ლამაზად, კრძალვით. სულ მინდოდა რომ მემზირა ამ ნახატისთვის, მას შემდეგ ყველა მეორე დღე დავდივარ ამ სკვერში, უკვე ჩვევად მექცა იქ მისვლა და ნახატების შეძენა,თუმცა ნელ-ნელა მგონი ამ ბიჭისადმი რაღაც უცნაურ გრძნობას ვგრძნობდი, თითქოს უკვე მის სანახავად დავდიოდი, ამასთანავე დავმეგობრდით ეს კი მახარებდა და მსიამოვნებდა,  უკვე დავიწყეთ საუბარი მთელი ღამეები რამოდენიმეჯერ პარკში გვიანობამდე ვისხედით და ვსაუბრობდით, ერთმანეთს ვუყვებიფით ჩვენს შესახებ, უფრო დავაივდით,დროთა განმავლობაში კაფეში მპატიჟებდა და თითქოს ჩვენს შორის გაჩნდა ნაპერწკალი, თითქოს ერთმანეთი მოგვეწონა,ეხლა კი მივხვდი რას ნიშნავდა მუცელში პეპლები,გულის აჩქარება და ტანში ჟრუანტელი, ეს კი სასიამოვნო გრძნობა იყო, აქამდე რომელიც არ გამომიცდია, დღეს საღამოს გადავწყვიტე მისი ნახვა, ერთი სული მაქვს როდის მივალ და დავინახავ მის თაფლისფერ თვალებს და ჟღალი თმებს, მის ნაზ გამოხედვას,დანახვის თანავე გული მიჩქარდება იმ დღეს წამიყვანა მისი ნახატების სანახავად, მართლაც დიადი ნამუშევრები იყო,თან  მთელი გულით და სულით შესრულებული,  არაჩვეულებრივი შინაარსით, ნამუშევარში ყოველთვის მისი შინაარსი მნუსხავს, მისი მთავარი სათქმელი, მის ნამუშევრებში კი ეს არ იყო ადვილი ამოსაცნობი, საჭირო იყო სურათის თითოეული დეტალის შესწავლა, მე კი ძალიან მიპყრობს ესეთი საქმიანობა, საღამომ კარგად ჩაიარა, ძალიან ბედნიერი ვიყავი, სახლში რომ მოვდიოდი თითქოს დავფრინავდი, ასე გრძელდებოდა, ერთი თვეა რაც გავიცანი და უკვე დავახლოვდით, გაზაფხული კი ძალიან შემიყვარდა,უსაზღვროდ! დღესაც გადავწყვიტე წასვლა მიუხედავად იმისა რომ ძალიან დაღლილი ვიყავი, პარკში შევდივარ, თვალებით ავთოს დავეძებ მაგრამ არსად ჩანს, ვურეკავ და არ მპასუხობს, ნერვიულობა დავიწყე, შემეშინდა, რომ დამეკარგა მაგრამ ვიფიქრე ალბათ არ ცალია ან რამე სხვა, უბრალოდ გამოვბრუნდი უკან, მაგრამ მასზე ფიქრით ვერ დავიძინე, გამუდმებით ვურეკავ და ველი როდის აიღებდ ყურმილს, მაგრამ არა არ იღებს, თან ვბრაზდები, რატომ არ მპასუხობს თუმცა არ ვიცი რა ხდება ამიტომ თავს ვიკავებ, დილით სახლში მივაკითხე, იქ არავინ იყო, ეხლა კი ძალიან შემეშინდა, უცნაურად ვიყავი, კიდევ ვრეკავ და აი როგორც იქნა მპასუხობს, დაღლილი  ხმა აქვს ვკითხულობ თუ როგორაა, მეუბნება რომ კარგადაა,თუმცა მივხვდი რომ კარგად არ იყო, დიდი დაყოლიების შემდეგ გავიგე რომ სავადმყოფოში იყო, სასწრაფოდ მივედი, ის კი კარებთან დამხვდა ,შემომთავაზა გასეირნება, ზღვის სანაპიროზე ვისეირნეთ, ზღვაში კი შევედით, მიუხედავად იმისა უკვე დამთბარი იყო, ზღვის ამინდი ჯერ არ იყო, შევცურეთ ტალღებში, თავისუფლად, შემდეგ მზის ჩასვლას ვუყურეთ, სიმშვიდეს და სიყვარულდ ვგრძნობდი, მივხვდი იმ დღეს რას ნიშნავდა სიყვარული, ეს ენით აუხსნელი გრძნობა, მთელი ღამე ქუჩაში დავდიოდით, წვიმა წამოვიდა მიუხედავად იმისა მაინც არ მინდა სახლში, დავიწყეთ წვიმაში ცეკვა, ეს ცეკვა იყო რაღაც იდუმალი, მოძრაობას იმ მელოდიას ვაყოლებდით რომელიც მხოლოდ ჩვენ გვესმოდა,ეს იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე  ლამაზი მომენტი, ყველაზე სათუთი და თურმე აღმოჩნდა უკანასკნელი ბედნიერი, ნათელი და სანატრელი დღე. ის ღამე გავათენეთ, სახლში დილით მივედი, მაგრამ მაინც არ მინდა ძილი, ამავდროულად შიშის გრძნობა მეუფლება, მაგრამ ვერ ვხვდები რატომ ეს შიში? ვერ გამიგია ეხლა ასეთი ბედნიერი ვარ და რა შიში, შუადლით ავთოს ვურეკავ და ექთანი მპასუხობს რომ საჭიროა მივიდე, თუ შევძლებ  და თიშავს . სასწრაფოდ ჩავიცვი და წავედი, სავადმყოფოში შევდივარ მძიმე ნაბიჯებით,თან გული მაქვს აჩქარებული, ვიცი ავთო რომელ პალატაშია, ექთანმა მითხრა და რას ვხედავ პალატის წინ ექთანი დგას და არ მაძლევს პალატაში შესვლის საშუალებას,ამან კი გამაგიჟა და შევვარდი გიჟივით, იქნებ იმ დროს ჯობდა დამეჯერებინა ექთნისთვის, იქნებ არ მენახა ავთოს გაყინული სხეული, გავიგე რომ თურმე კიბო ქონია მან იცოდა, ისიც იცოდა რომ ბევრი დრო აღარ ჰქონდა დარჩენილი, ძალიან ცუდად გავხდი და გონება დავკარგე .
ვიღვიძებ და მესმის წვიმის წვეთების ხმა, როგორ არ მინდა ეხლა წვიმის წვეთები მესმოდეს, ექთანი შემოდის და წერილს მაძლევს და მეუბნება რომ ავთომ დაწერა გუშინ დილით, სანამ გარდაიცვლებოდა, მწერდა: ჩემო პირველი და უკანასკნელო სიყვარული, მე შენით გავიგე სიყვარულის არსი, მე შენ მიმახვედრა რომ ვარ ადამიანი, შენი საშუალებით სამყარო ფერადი გახდა, სინამდვილეში შენ დამანახე  რა არის სილამაზე, სულიერი სილამაზე, მადლობა რომ ამ უკანასკნელ წუთებში ჩემთან იყავი, ჩემთან ერთად ცეკვავდა გიჟივით წვიმაში, მაგრამ განა ეს არის სიგიჟე? არა ესე არ მგონია, შენ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ხარ, როცა ამას წაიკითხავ არ მინდა გული გეტკინოს, მაგრამ არ გამოდის, ეხლა უკვე ძლიერ მინდა სიცოცხლე, მინდა შენთან ერთად ვიცხოვრო და შენთან ერთად ვნახო ეს სილამაზე, არ იდარდო ჩემო კარგო, ყველა იბადება და შემდეგ ყველა კვდება, მაგრამ ეჰ სიცოცხლევ…… ეჰ სიკვდილო… მინდა იცოდე რომ შენ ჩემი გაზაფხული ხარ, ჩემი მზის სხივი, ჩემი გაზაფხული გესმის….. მიყვარხარ და იცოდე რომ მუდამ მეყვარები იქაც კი სადაც წავალ, ჩემო გაზაფხულო..
ამ წერილის კითხვის დროს როგორ შეიძლება ცრემლი არ წამოგივიდეს, უკვე აღარ შემეძლო მის გარეშე ცხოვრება, მის გარეშე სუნთქვა და ამ საშინელი წვიმის წვეთების ხმა, რომელიც ჯერ კიდევ გუშინ წინ ძლიერ მიყვარდა. მძულს აწმყო და უკვე მომავალი….
…….. .           ……….        ……………..
აი ასე დავკარგე ჩემი გაზაფხული, მას შემდეგ იმ პარკში აღარ შევსულვარ, გახედვა კი მიჭირს, მიჭირს იმ  ქუჩებში სიარული სადაც ორი წლის წინ თავდავიწყებით ვცეკვავდით, მზის ჩასვლის ყურებაც მიჭირს, აღარ შემიძლია ვუყურო მის ნახატებს, ყველა და ყველაფერი მის თავს მახსენებს , მაგრამ ვიცი რომ ის არასოდეს არ  დამავიწყდება, მისი ხელები, თაფლისფერი თვალები და ჟღალი თმა,დასანანია რომ ვეღარ შევძლებ მის დანახვას მისი სულის მშვიდობას ვეღარ დავინახავ, მე თუ მისთვის ვიყავი გაზაფხული, ის ჩემთვისაც გაზაფხულია… მგონია რომ გაზაფხულზე მეტიც , ჩემი მოუშუშებელი გაზაფხული…

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი