დანაშაული


,,დანაშაული''
დღეს მართლა ძალიან დავიღალე, მთელი საქმე ჩემს კისერზეა, ამ სოფელში კი რთულია თავი იჩინოს. ერთ ფერმაში ვმუშაობ, მიუხედავად იმისა რომ უნივერსიტეტი დავამთავრე და მუშაობა შემიძლია, მინდა ქალაქში წასვლა და იქ ცხოვრება დედასთან და მამასთან ერთად, სოფლიდან რომ ვიარო ძალიან შორია, მათ კი აქ ვერ დავტოვებ, მამაჩემი კი უარზეა არ უნდა მისი სოფლის დატოვება, სადაც გაიზარდა და სიჭაბუკე გაატარა, მეუბნებოდა რომ რაც არ უნდა მოხდეს შენი სოფელი არ უნდა დაივიწყო, შენი კერა. ვხვდებოდი როგორ უჭირდა მამაჩემს რომ ფერმაში ვმუშაობდი, მაგრამ მაინც არ თმობდა სოფელს, მე და დედას კი ქალაქში გვინდოდა გადასვლა. 
ერთ დღეს როცა სახლში ვბრუნდებოდი, ჩვენი სახლიდან ყვირილის ხმა შემომესმა, ნაბიჯს ავუჩქარე. მამაჩემი და დედაჩემი ჩხუბობდნენ, დედაჩემი დაჟინებით მოითხოვდა ქალაქში წასვლას მამა კი ეწინააღმდეგებოდა. დედაჩემს უკვე ბარგი ჰქონდა ჩალაგებული და მეც მითხრა ჩამელაგებინა, რატომღაც დავუჯერე და ჩავალაგე. მამაჩემი ისე ემუდარებოდა რომ დავრჩენილიყავი, მაგრამ დედას დავუჯერე, მის თვალებში იმ დროს იმდენი სევდა იყო, ლამის მეტირა და დავრჩენილიყავი, მაგრამ დედაჩემი იმდენად ამაყია, მეც კი ამიყოლა. იმ საღამოს სოფელი დავტოვეთ. მაგრამ ვერც კი წარმოიდგენთ როგორ მიჭირდა, ყველაფრის დატოვება, მოგონებები, მეგობრები, წარსული, სახლი და ჩემი მშობელი მამა. 
ქალაქში თავიდან დეიდასთან ვცხოვრობდით.  როცა მუშაობა დავიწყე ბინა ვიქირავეთ, მე და დედა ორივე ვმუშაობდით, არ გვიჭირდა, მაგრამ მამა ძალიან მაკლდა. სულ ვწერდი და მენატრებოდა.
      ……….       ………..        ………….
ქუჩაში წყნარად და მშვიდად მოვაბიჯებ, თვალი კი ერთი მოხუცი კაცისკენ გამექცა. მისი ჩაცმულობით თუ ვიმსჯელებდი , არ მიყვარს ეს სიტყვა მაგრამ მათხოვარს გავდა. მის თავლებში კი დიდი ნაღველი ამოვიკითხე, ისეთი თბილი გამოხედვა ჰქონდა, როგორც ბაბუაჩემის. უკვე რამდენჯერმე მომხვდა თვალში, მაგრამ ეხლა უკვე ნახატით ხელში. დამაინტერესა ნახატმა. ხელოვნება ზოგადად ძალიან მიპყრობს განსაკუთრებით ნახატები. მოხუცს მივუახლოვდი და მივესალმე, მანაც თბილი ღიმილი შემომეგება, მივხვდი ნახატი გასაყიდად ჰქონდა, ნახატზე ბავშვი ეხატა, მოცინარი გოგონა, დიდრონი შავი თვალებით, სწორედ მის სიცილში ჩანდა თითქოს ჩემი ბავშვობა, ნახატის ფასი ვკითხე ,:
-ბაბუა რა ღირს ეს ნახატი?
-150 ლარი, შვილო და თან დაიმორცხვა
-ასე იაფი რატომ ბაბუ? აქ ხომ ამდენი გრძნობაა ჩახატული და თან ამას შრომა არ უნდა? ბოდიშით რომ გეკითხებით მაგრამ ეს თქვენი ნახატია?
-კი შვილო ჩემი ნახატია,ეს გოგონა ჩემი შვიშვილიშვილია, ეს რომ თქვა ხმაში სევდა შეეპარა . შევთავაზე რომ კაფეში თბილად დავმსხდარიყავით და გვესაუბრა, თუ რათქმაუნდა მას უნდოდა. დამთანხმდა, ძალიან გამიხარდა, ეს კაცი და მისი თვალები ბაბუაჩემს მაგონებდა.მითხრა რომ იმ ნახატზე ის პატარა გოგონა მისი შვილიშვილი იყო, რომელიც ავტოკატასტროფას ემსხვერპლა. ბევრი ვისაუბრეთ და ბოლოს სახლამდე მივაცილე თან რაღაცეები ვუყიდე. ძალიან მესიამოვნა ამ კაცთან საუბარი. მართლა მეგონა რომ ბაბუაჩემს ველაპარაკებოდი, ისიც მითხრა რომ მამა უნდა მენახა. კიდეც გადავწყვიტე წასვლა მაგრამ დედა გახდა შეუძლოდ და ვეღარ მოვახერხე, თუმცა ხშირად ვწერდი წერილებს.
           ……..      ……….      ………..
მოხუცის ნახვაზე ყოველთვის რაღაც ახალს ვიგებდი, ბევრ კარგ რამეს მარიგებდა . ერთხელ კი მისი ნამუშევრები მანახა. მართალია ეხლა მოხუცდა და ვეღარ ქმნის ნახატებს ისე როგორც ადრე, მაგრამ მაინც არ სურს გაჩერება. მანახა მისი ნახატები , ღმერთო ჩემო , როგორი ლამაზი ნამუშევრები იყო, მაგრამ თითოეულ მათგანში სევდას ვკითხულობდი,ეს კი მაფიქრებდა. მაგრამ განა რა ხდება სევდის გარეშე. განა შეიძლება ისე იცხოვრო რომ ერთხელ მაინც დარდი არ მოგაწვეს? არა ასე არ შეიძლება, ყველას ჩვენი დარდი დაგვაქვს და გულში საგულდაგულოდ ვმალავთ.
იმ დღეს ბაბუა ისიდორემ, ნახატი მანახა რომელზეც მე ვიყავი, გუშინ დავუხატივარ. ძალიან გამიკვირდა და გამიხარდა. ეს ნახატი თან წამოვიღე. წამოსვლის დროს კი მტკიცედ გამაფრთხილა რომ მამა მენახა, მეც დავპირდი ხვალვე წავიდოდი და ვნახავდი.
         …….      ……….      ………..
დილით ადრე დავადექი სოფლის გზას, სიხარულით მივდიოდი მამის სანახავად, თან კი მრცხვენოდა და ვფიქრობდი რომ მაშინ სოფელში უნდა დავრჩენილიყავი. მაგრამ იმედია შეცდომას მამა მაპატიებს. ძალიან მესიამოვნა ძველი და ნაცნობი გარემო მამასაც ძალიან გაუხარდა ჩემი ნახვა. სულ ბოდიშს ვუხდიდი და პატიებას ვთხოვდი მამა კი მაჩერებდა. როგორ მომნატრებია ჩემი სახლი და სოფელი. რაღაც მამა უცნაურ დარიგებებს მაძლევდა, მთელი დღე მეფერებოდა, ვფიქრობდი ალბათ მოგენატრე მეთქი. გვიანობამდე ვსაუბრობდით. ის ღამე იყო რაღაც უცნაური, ამასთანავე თბილი და ტკბილი, იმ ღამეს ბევრ რამეზე ვისაუბრეთ, ნეტავ არასდროს დასრულებულიყო ის ღამე, ნეტავ მაშინ დრო გაჩერებულიყო, მაგრამ არა მოხდა ისრასაც ვერასდროს წარმოვიდგენდი, დილით მამა გარდაიცვალა. ღმერთო როგორ მიჭირდა და როგორ მტკიოდა უმამობა. ეხლა ვნანობდი ჩემს საქციელს. როგორები ვართ ეს ადამიანები, საზიზღრები, უგულოები, უსამართლობი, მძულდა ჩემი თავი, მაგრამ რას ვიზავდი, მამაჩემს როგორ გავაცოცხლებდი, დროს უკან ვინღა დააბრუნებდა. მიჭირს და ვნანობ ყოველ ჩემს გადაწყვეტილებას. მაგრამ ალბათ ასე იყო საჭირო,უკვე უძლური ვარ. ისღა დამრჩენია აქ დავრჩე და მამის სურვილი ავასრულო. 
სახლში ყოფნა კი არ მინდა, ყველა და ყველაფერი მამას მაგონებს, მაგრამ რას ვიზავ, უნდა გავუძლო,არ გამომდის ყველაფერი მახსენდება, სახლში ვერ ვჩერდები, სულ მამაჩემი მაგონდება, სიზმარშიც და ცხადშიც, მეგონა თუ გავგიჟდებოდი ამიტომ სოფელი კიდევ ერთხელ დავტოვე,კიდევ ერთხელ ვუღალატე მამაჩემს, კიდევ ვაქციე ზურგი, ეხლა უკვე მის სულს და სურვილს, ქალაქში უფრო მშვიდად ვიყავი მაგრამ სულ გონებაში მქონდა სოფელზე ფიქრი, ფიქრი მამაზე    დედას ვთხოვე წასულიყო ცოტა ხნით  მაგრამ არა, უარზე იყო, მიკვირდა ისე ძალიან, ნუთუ შეიძლება ასე გაქრეს სიყვარული, მათ შორის უხილავი ძაფები ასე გაწყდეს, ასე დასრულდეს სიყვარული, მარადიული გრძნობა, ეხლა უკვე დედას ვერ ვუგებ, სახლში არ მინდა მარტო ყოფნა, დანაშაულის გრძნობა მკლავს, რატომ დავტოვე მაშინ მამა, ეხლა მგონია უნდა გადავაბიჯო შიშს, წავიდე სოფელში,
მეორე დღეს ადრე წავედი,ორი წელი არ ვყოფილვარ იქ, ორი წელი ვიტანჯებოდი, ეზოში რომ შევედი მიუხედავად დიდი გაშლილი მინდორი გვქონდა, სიცარიელე ვიგრძენი, იქაურობა საშინლად მოუვლელი იყო, ცრემლები მომდის,კარს ვაღებ აღარ არის ის მშობლიური და თბილი სურნელი, სახლში სიბნელისა და წყვდიადს დაუსადგურია, მეგონა თუ სხვა სახლში ვიყავი, მეგონა უპატრონო სახლში შევედი და განა უპატრონო არ იყო? განა არ მივატოვე? მაგრამ არა ეხლა აღარ დავთმობ, აღარ ვაპირებ ჩემი სახლის დატოვებას. ეს მტკიცედ გადავწყვიტე.

      ……….        ……….      ………,
ზაფხული დადგა, ამინდები დათბა, დილით ადრე გავიღვიძე, გარეთ გავედი, მზე ამოდიოდა, მის სხივებს ყველგან აფრქვევდა, ძალიან ლამაზი იყო მზის ამოსვენება, ყველაფერი მშვიდი და წყნარი იყო. მე კი ამ სიმშვიდეში ფიქრებში გავერთე, ამ დროს კი ხმა მომესმა, ნაცნობი და მონატრებული ხმა, ეს სწორედ ის მოხუცი იყო, ის რომ დავინახე, თითქოს დარდი უნებლიედ გაქრა, სახლში შევიპატიჟე, ბევრი ვისაუბრეთ, ორი დღე იყო სოფელში, მესამე დილა გათენდა წასვლა უნდოდა, მაგრამ მე არ მსურდა წასულიყო,  ის ჩემთვის ბაბუასავით იყო, მასსავით მარიგებდა და რჩევებს მაძლევდა. ვთხოვე და ვემუდარე დარჩენილიყო, ქალაქში მაინც აღარავინ ყავდა, ვთხოვე და მართალაც დარჩა, იმ დროს გული სიხარულით ამევსო, თვალებზე ცრემლი მომადგა, ეს სიხარულის ცრემლები იყო. ასე ერთად გავაგრძელეთ ცხოვრება, როგორც ბაბუამ და შვილიშვილმა.
       ………….          …………..       ………….
მოხუცის სიტყვები გულზე მალამოდ მეხებოდა, მაგრამ განა ესეთი რთულია დავივიწყო ჩემი დანაშაული, ჩემი შეცდომა, ეს დანაშაულის გრძნობა მახრჩობს, მკლავს, არ მაძლევს იმის საშუალებას თავისუფლად ვისუნთქო, ჩემი დანაშაული რომელსაც ვერასდროს გამოვიდოდი, ვერასდროს შევძლებ ამის დავიწყებას, მაგრამ განა ვინმე შეძლებდა ასე მარტივად დაივიწყოს დანაშაული , უფრო ეს ეგოისტი საქციელია, მაშინ დედას დავუჯერე და არ მიფიქრია იმაზე თუ შემდეგ რა იქნებოდა, ჩვენ ადამიანები ხომ დღევანდელი დღით ვცხოვრობთ, არ ვფიქრობთ იმაზე რა იქნება ხვალ თუ ჩვენ ამას გავაკეთებთ ან არ გავაკეთებთ.ეხლაც დანაშაულის გრძნობით ვარ სავსე,ეს დანაშაული კი ყველა დღე მახსენებს თავს და გულს მიწვავს. რომ წარმოიდგინოთ ეს ისეთი საშინელი გრძნობაა, დიახ მე დამნაშავე მიმაჩნია თავი მამაჩემის სიკვდილში, დიახ მე დამნაშავე ვარ……. მიჭირს ამის აღიარება თუმცა მამაჩემთან მძიმედ დავაშავე, მას მე მოვპარე ის სიცოცხლის წუთები, რაც უნდა ეცხოვრა, მაგრამ დანაშაული ეს ……. ვერც კი მიხვდებით ამას…. ბევრმა გამკიცხა, რას იზავ ბრბოს ფსიქოლოგია ასეთია, მე კი დამნაშავე ამ ყველაფერს ჩუმად გულით დავატარებ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი