ტყუილი
ტყუილი'' განშორება, დაშორება ან იქნებ უბრალოდ დიდი ტყუილი, უცნაური ამბავი, თითქოს არც არსებულა, თუმცა როგორ არა , არსებობდა, ალბათ სიზმარი იყო რაღაც საოცარი სიზმარი რომელიც არასასიამოვნოდ მთავრდება, განა მხოლოდ არასასიამოვნოდ? ძალიან მძიმედ პირადად ჩემთვის, ტყუილი_ეს სიტყვაც კი სპობს ყველაფერს, ყველაფერს ფერფლად აქცევს, თვითონ მატყუარას კი ვერც კი ავღწერ როგორ წარმოაჩენს. ამ ტყუილმა კი მთელი ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა, მეგონა თუ ვერავინ და ვერაფერი შეცვლიდა მაგრამ…. ასე არ აღმოჩნდა, ცხოვრება რაღაც დროის განმავლობაში დავკარგე თითქოს, დავკარგე ცხოვრების აზრი, თუმცა ყველაზე მთავარია რომ დაეცემი წამოდგე და სიარული განაგრძო.ცხოვრება, სიცოცხლე ეს ყველაზე დიდი საჩუქარია, რომელსაც ჩვენ ადამიანები ვერ ვაფასებთ, ვერ ვაანალიზებთ , დროს ვხარჯავთ უაზრო რაღაცეებზე,რაც კარგია მისთვის დროს ვერ გამოვყოთ, შემდეგ ვიწყებთ იმაზე ფიქრს რომ დრო რაში დავხარჯე, ან მქონდა კი ეს დრო? თუ მქონდა რატომ ვერ გამოვიყენე ან არ გამოვიყენე? დიახ დრო გვქონდა თუნდაც მცირედი მაინც რომ დაგვენახა სამყაროს სილამაზე, გვქონდა ადამიანებთან კარგი ურთიერთობა და პირიქით ერთმანეთი არ დაგვეჭამა, ამას სამწუხაროდ გვიან ვხვდებით, ვინც ადრე ხვდება მგონია რომ დიდი ნიჭითაა დააჩუქრებული. განა ჩვენ არ გაგვაჩნია ეს ნიჭი? დიახაც რატომაც არა მაგრამ არ გვინდა ამ ნიჭის წინ წამოწევა მისი ადამიანებისთვის დანახვა. ესაა ერთ-ერთი ჩვენი პრობლემა, მეც ვერ ვხვდებოდი მაგრამ მთავარია მივხვდი. ,, სჯობს გვიან ვიდრე არასდროს'’. …….. ………. ……….. ….. ყოველ დილით დავრბივარ, მივეჩვიე დილით ადგომას და ქუჩაში სირბილს, თან თითქოს მსიამოვნებს როცა ჯერ კიდევ არ გაუხელია თვალი ქალაქს და კარგად არ გამოფხიზლებულა, ძირითადად ბულვარში დავრბივარ, ზოგჯერ ზღვაშიც შევცურავ ხოლმე, ეს ჩემთვის ერთ-ერთი განტვირთვის საშუალებაა, ასე გრძელდება დიდხანს, დღეს კი უჩვეულოდ ვიღაც ახალგაზრდა ბიჭი შევნიშნე, უცნაური ჩაცმულობის, ჟღალთმიანი, ისიც დარბის, მაშინ ყურადღება არ მიმიქცევია მაგრამ უკვე 3 დღეა ასე ხდება, კარგი ამასაც ისე ვტოვებ, მაგრამ ნელ-ნელა მგონი ვხვდები რომ იმ დროზე იწყებს სირბილს როგორც მე, ვიფიქრე უბრალოდ დამთხვევაა თანაც ზოგჯერ ჯიუტად მიყურებს მისი თაფლისფერი თვალებით,ეხლა უკვე ვბრაზდები და გადავწყვიტე დღეს მეკითხა ესე რატომ იქცეოდა. -რატომ იქცევით ასე? ვერ გავიგე მითვალთვალებთ თუ რა ხდება? -ჯერ გამარჯობა, ვერ გავიგე რაში მდებთ ბრალს? მე ავთო მქვია. და ხელი გამომიწოდა. -ანასტასია, სასიამოვნოა, მგონია რომ მე მითვალთავლებთ, ზუსტად იმ დროს გამოდიხართ სარბენად. ჩაიცინა და მითხრა: -ეს უბრალოდ დამთხვევაა ანასტასია, თორემ მე თქვენ რატომ უნდა გითვალთვალოთ? მგონი ცოტა სასაცილოა - მართალი ხართ, არ ვიცი ბოდიშით. წამოვედი და სასიამოვნოდ მეღიმებოდა. მივხვდი რა სისულელე გავაკეთე, შემდეგ დილით უკვე როგორც მეგობრები ისე ვიყავით, ერთად დავრბოდით, ვსაუბრობდით ერთმანეთს ვხვდებოდით, თითქოს ერთმანეთი მოგვეწონა მაგრამ ჯერ მგონი ადრე იყო. დღეს ცუდად გავხდი, გავცივდი და ამიტომ სირბილის თავი აღარ მქონდა, სახლში დავრჩი, გარეთ მზე თავის ნათელ სხივებს ყველაფერს ანათებდა, ისე დაცხა თან ეს გაციება, ძლივს დავდიოდი, ამ დროს კარზე ზარის ხმა ისმის, კარებამდე მისვლაც კი გამიჭირდა, ავთო იყო მისმა თაფლისფერმა თვალება თითქოს ცოტა კარგად გამხადა. სახლში შევიპატიჟე, თავი კი ძალიან მტკიოდა, -რა მოხდა,რა დაგემართა, შემეშინდა და ამიტომ მოვედი. იმ დროს გამიხარდა და კიდეც გამიკვირდა ვიღაც ჩემს გამო დარდობს. - ხო გავცივდი, ცუდად ვარ და მაგიტომ არ გავსულვარ გარეთ - კარგი ეხლავე წვნიანს მოგიმზადებ და ცოტა გეამება. არ შევწინააღმდეგებივარ, კიდეც მინდოდა რომ დარჩენილიყო. ასე თავზე დამტრიალებდა მთელი დღე, საღამოს კი წავიდა. სახლში ვეღარ ვჩერდებოდი, გვიანი იყო დაახლოებით 2ის ნახევარი, უკვე მოვკეთდი და ბულვარში გავედი, მშვიდად და წყნარად მოვაბიჯებ თან ავთოზე მეფიქრება . უცებ კი ვგრძნობ ვიღაც სწრაფად მიახლივდე მივტრიალდი და აქაც ავთო არ არის? სიცილი დავიწყე მთელი გულით ვიცინოდი. გაციებული აღარ ვიყავი ზოგადად ასეთი ვარ ერთი დღე და ვსიო. ის ღამე იყო რაღაც საოცარი,იმ ღამით მე დ ავთო ზღვაში შევედით,შევცურეთ ასე თავისუფლად და ლაღად, შუა ღამე ზღვაში, გიჟებივით, მთელი ღამე გარეთ ვიყავით მაშინ კი მივხვდი რომ ეს სიყვარულია მარადიული გრძნობა. დილით ჩვეულებისამებრ დავრბივართ ისევ და ერთმანეთს ვხვდებით, …….. ……………. …………. … დღეს სირბილით დავიწყე დღე, როგორც ყოველთვის, ავთო კი არ არის , შემეშინდა რაღაც უცნაური გრძნობა დამეუფლა, ვრეკავ მაგრამ გამორთულია დაახლოებით ოცდაათი ზარი შევიდა, გაგიჟებას ვიყავი რამე ხომ არ დაემართა, სახლში მისვლა დავაპირე მივედი არავინ იყო . რა მექნა არ ვიცოდი, ცრემლები მომდის და რა ვქნა მთელი დღეა ვრეკავ საღამოს ისევ მივაკითხე მაგრამ არავითარი ჩხამი. იმ დროს არ ვიცი რა მომივიდა ისე ვინერვიულე, უგონოდ დავეცი, თვალები რომ გავახილე სავადმყოფოში ვიყავი, იქედან დიდ ხვეწნის შემდეგ წამოვედი ისევ ავთოსთან ვრეკავ არა გამორთულია. ზაფხულია თან შუადღე ბათუმი იწვის, სუნთქვაც კი ძნელდება სანამ სახლში მივალ ავთოს სახლთან გადავწყვიტე წასვლა, სახლს ვუახლოვდები, ხმაური ისმის მაგრამ ჟრიამულია, გავოცდი და თან ისე ძალიან ყბაც კი ჩამომივარდა. ზუსტად ვინ დროს გამოდის სახლიდან ნეფე-პარარძალი. ეს ავთო იყო მისი ქორწილი იყო, იმ დროს გრძნობები ამერია ზუსტად მისი სახლის წინ ვდგევარ და უკვე გარეთ მოდიან, ცრემლებს ვეღარ ვიკავებ თუმც ვცდილობ არ ვიფიქრო. იმ დროს ვერ ავღწერ ისე ვიყავი გული გამეპო, სული მეწვოდა, ჩემი მიმართულებით მოდიან. -გამარჯობა ავთო, გილოცავთ ასე ტკბილად შებერებოდით ერთმანეთს, ამ ოთხმა სიტყვამ ჩემი გული სულ ჩაკლა. გოგონამ კი მითხრა: -გმადლობთ გაიხარეთ, -ავთო არ გინდა უთხრა ვინ ვარ? - იცი ლიდა ,ეს ანასტასია არის ჩემი ძველი მეგობარი, - მართლა, სასიამოვნოა, კარგით მადლობა უნდა წავიდეთ, გვაგვიანდება -კი კი არ დაგაგვიანდეთ, ბედნიერებას გისურვებთ, იცი ავთო მინდა რომ იქ იყო სადაც ბედნიერი იქნები , მინდა მთელი ცხოვრება ისე გაატარო როგორც შენთვის იქნება უკეთესი, მთავარია შენ იყო კარგად და ბედნიერად. და იქედან სწრაფად მოვდივარ,თვალებიდან ცრემლები მცვივა, სახლში როგორც კი შევდივარ ტირილს ვიწყებ, უფრო ბღავის, ის, ის… ასე როგორ მომექცა როგორ მომატყუა. არ მინდოდა ყველაფრის თქმა, მართლა მინდოდა ბედნიერი ყოფილიყო რადგან თუ გიყვარს , უნდა მისცე იმის საშუალება ბედნიერი იყოს თუნდაც სხვასთან იყოს, მთავარია ის იყოს კარგად. მაგრამ ეს იოლი არ არის,იოლი არ არის ესეთი დიდი ტყუილი გადაყლაპა, ის ვერ გამიგია ასე რატომ მოიქცა, თუ სხვა უყვარდა მე რატომ დამაჯერა მის სიყვარულში, შეიძლებოდა ისიც მეფიქრა ეს ყველაფერი ძალდატანებით იყო, მაგრამ სანამ მე დამინახავდა მის თვალებში შორიდანაც კი დავინახე მისი სურვილი, ბედნიერება, უკვე კარგად ვიცნობდი და არ გამჭირვებია ამის ამოცნობა. მაგრამ რას ვიზავ მინდა ბედნიერი იყოს და ამისთვის ამას უნდა შევეგუო. ……. ………………………. ეხლა უკვე სამი წელი გავიდა და ისევ მახსოვს მასთან გატარებული დრო,ყოველი წუთი და წამი, ამის შემდეგ ცხოვრებას ზურგი არ ვაქციე, პირიქით გავიგე მისი საზრისი, მაგრამ მაინც მიჭირს ყველაფრის გაანალიზება, ის მახსენდება , ერთმა დიდმა ტყუილმა როგორ შეცვალა ჩემი ცხოვრება, თუმცა ეს ტყუილი თავიდან სასიამოვნო ტყუილი იყო…… სწორედ ამ ტყუილმა დამანახა ადამინების ნამდვილი სახე, მიჭირდა ცხოვრების ჩვეულად გაგრძელება, მაგრამ უნდა გამეგრძელებინა, თითქოს ვალდებული ვიყავი, ამისთვის კი ჩემს ქალაქს,ბათუმს უნდა დავმშვიდობებოდი, არ მქონდა ამ ქალაქის დატოვების სურვილი, მაგრამ ისე ვერ გავაგრძელებდი ცხოვრებას, ცოტა ხნით მაინც უნდა გავცლოდი აქაურობას, ამ ფიქრებში მომაფიქრდა რომ ჩემი მეგობარი მთხოვდა მასთან გამგზავრებას, საფრანგეთში ცხოვრობს, მითხრა რომ ჩემი პროფესიით ანუ ფოტოგრაფიით შევძლებდი იქ თავის გატანას და მუშაობას, დავურეკე გაეხარდა ჩემი ხმის გაგონება, იმაზე კი სულ გადაირია როცა ვუთხარი რომ ჩასვლას ვაპირებდი, მეც ავიღე то ბილეთი , პირველივე რეისზე, ხვალ დილით 12 საათზე იყო ფრენა , მე კი დღეს მინდა დავემშვიდობო ქალაქს, შევხედო აბობოქრებულ ზღვას,ლამაზ ქუჩებს,მოგონებებს, რთული იყო , ვიცოდი რომ დიდი ხნით ვაპირებდი იქ ყოფნას. გათენდა ადრე ავდექი ბარგი უკვე ჩალაგებული მქონდა, დილით ადრე ისევ და ისევ გადავწყვიტე სირბილი, აი ასე დავემშვიდობე ქალაქს. ………. …………….. …….. ჩავედი პარიზში, ჩემი ოცნების ქალაქში, სულ ყოველთვის მხიბლავდა ეს ქალაქი, რათქმაუნდა ჩემი სამშობლოს შემდეგ, ჩემი მეგობარი სოფო იქ დამხვდა , ღიმილიანი სახით , მისი ნახვა მართლაც ძალიან გამეხარდა, მესიამოვნა, თავის სახლში წამიყვანა, ძალიან დაღლილი ვიყავი და პირდაპირ დასაძინებლად წავედი, საღამოს კი ვუამბე ყველაფერი, მანუგეშა და სასეირნოდ წამიყვანა, თან თავისი ფოტოაპარატი წამოიღო და მთხოვა კარგი კადრები გადამეღო, მისი დახმარებით ვცდილობდი მომხდარის დავიწყებას, ამ უცხო ქალაქმა მომნუსხა ძალიან, თავიდან სოფოსთან ვცხოვრობდი შემდეგ მისი დახმარებით ვიშოვე სამსახური ცოტა კი გამიჭირდა მაგრამ ჩემი პროფესიით დავსაქმდი, ნელ-ნელა ყველაფერს ვეგუებოდი , შემდეგ ბინაც ვიყიდე სოფოს დახმარებით, ის რომ არა ვერ ავიწყობდი კარიერას, ხალხმა შემიყვარა, ჩემი პროფესიით შორს წავედი, უკვე ექვსი წელია პარიზში ვარ, არა მარტო პარიზში, სხვა ქვეყნებშიც ვიყავი სამუშაოდ, რამოდენიმე კონკურსში მივიღე მონაწილეობა და გავიმარჯვე ჩემი გადაღებული ფოტოების წყალობით, ყველა ჩემს ფოტოში ნამდვილი გრძნობები ჩანდა, ის რაც რეალურად არსებობდა, მაგრამ აღარ მჯეროდა უკვე რეალობის, არ ვიცი რატომ ალბათ ექვსი წლის წინანდელი მომხდარის გამო, რომელიც გონებაში მუდამ მაქვს და არ მავიწყდება , მგონი ვერც დავივიწყებ, დღეს დილით როგორც კი გავიღვიძე რაღაც უცნაური სევდა ვიგრძენი, ვერ მივხვდი რა იყო ეს სევდა, რისგან იყო გამოწვეული, ყველაფერი კარგად მაქვს, მაგრამ ძალიან მომენატრა ჩემი ქალაქი წასვლაც კი გადავწყვიტე, ნოსტალგია მომაწვა, მომენატრა ჩემი სამშობლო, პირველივე რეისით გავფრინდი, ჩავფრინდი ჩემს მონატრებულ ქალაქში, ჩემს მუდამ მზიან ბათუმში, მოვაბიჯებ ქუჩაში, ვაღებ ჩემი სახლის კარს მონატრებული სურნელი ვიგრძენი, სპალნაში შევედი დავწექი ტახტზე, დავიწყე ფიქრი, მაგრამ რაღაც უცნაური ფიქრები მოდიოდა, საღამოს კი ბულვარში გასეირნება გადავწყვიტე, მოვაბიჯებ სასიამოვნოდ და ამ დროს დავინახე ბავშვი ველოსიპედის ან გადმოვარდა ტირილი დაიწყო, მივვარდი მუხლი ჰქონდა ნატკენი, ეწვოდა და ტიროდა, სულს ვუბერავდი რომ აღარ სტკენოდა და თან შუბლზე ვკოცნიდი, იქნებოდა ასე ოთხი წლის ბიჭუნა, ამ დროს ვიღაც უკან მიახლოვდება და მესმის ხმა ნაცნობი, მონატრებული, სევდიანი ხმა ჩემი ძველი სიყვარულის ავთოს ხმა იყო, ,,შვილო’’ მაღლა ავიხედე, ჩვენი მზერა შეხვდა ერთმანეთს, ის გრძნობა თითქოს განმიახლდა, სულ არ შეცვლილა, ისევ ისეთი იყო როგორც მაშინ, მისი თვალები ისევ მნუსხადა მაგრამ ამის უფლება არ მქონდა,მანაც მიცნო მიუხედავად იმისა რომ თმის სტილი შევიცვალე, ცოტა ხნით ერთმანეთს ვუყვებდით თვალებში, როგორც იმ დღეს, სანამ მისი ცოლი არ მოვიდა, სწრაფად დავტოვე იქაურობა და თან ცრემლები მცივა, ეხლა იმაზე მეტად მტკიოდა გული ვიდრე მაშინ, ასე ცუდად ჯერ არ ვყოფილვარ, ეხლა მივხვდი რომ ისევ მიყვარდა, იმაზე მეტად ვიდრე მაშინ,არ ვიცოდი რა მექნა მხოლოდ ის ვიცოდი რომ წერილი უნდა დამეწერა, ასე ვიქცეოდი ხოლმე, ამიტომ სულ თან დამქონდა კალამი და დღიური, ეს ახალი ჩვევა იყო დავჯექი ზღვის პირას და დავიწყე წერა: ,, მგონი უკვე სიკვდილი მინდა, თითქოს არც მინდა რადგან ვიცი მის მზერას ვეღარ დავინახავ, ვეღარ დავინახავ თაფლისფერ თვალებს, თვალებს რომლებმაც ჩემი ცხოვრება შეიწირეს,რა უსამართლოა და რთულია ცხოვრება, მიჭირს ვუმზირო ამ ყველაფერს, რა სასტიკია ცხოვრება,ვერ ვივიწყებ მას უკვე ექვსი წელი გავიდა და ისევ ჩემს გულშია, მინდა ბედნიერი იყოს მაგრამ მიჭირს მისი დათმობა, მან მე მწარედ მომატყუა, სწორედ ამ ტყუილმა გამანადგურა, გაანადგურა ჩემი მომავალი, ამის მიუხედავად მე მაინც მინდა ვიცოცხლო და კიდე ერთხელ ვიხილო მისი თვალები. 08.13.2023. …………….. ……….. ……….. ვიღაც:. დილით ადრე ზღვაზე გავედით მე და ჩემი მეგობრები, ჯერ გათენებულიც არ იყო, სახალისო ისტორიებს ვყვებით და ვიცინით, ამ დროს ვხედავთ გოგონა ზღვაში, პირქვე ტივტივებს მივვარდით, გადავირიეთ ესეთი რამ პირველად ვნახე, გოგონა მკვდარი იყო, იქვე ნაპირზე რაღაც დღიური იყო ზედ ქვა ედო, პოლიციას დავურეკეთ , დღიური კი რატომღაც მე დავიტოვე არავის არ გავუმხილე, იმ საღამოსვე წავიკითხე,იქ მთელი მისი ცხოვრება ეწერა, იმ გოგოს თავი არ მოიკლავს მივხვდი რომ ესეთი ადამიანი თავს არ მოიკლავდა, მგონია რომ შეცურა იმიტომ რომ ის დრო გაეხსენებინა და ამ დროს ტალღებმა, მისმა საყვარელმა ტალღებმა იმსხვერპლა მისი სიცოცხლე, მან ნამდვილად გაუძლო ამ დიდ ტკივილს, მან შეძლო ტყუილის შემდეგ ცხოვრების გაგრძელება, მან მისცა ბედნიერების უფლება იმ ბიჭს, თვითონ კი ამ სიყვარულს შეეწირა, ამ დიდ ტყუილს. მეც კი ცრემლები მომადგა, როგორ გაუძლო ამ გოგომ, როგორ შეძლო ეს ყველაფერი, მე პირადად ვერ შევძლებდი, სამწუხაროა რომ ამას ყველა ვერ უყურებს და ყველასარ შეუძლია ამ ყველაფრის გაანალიზება, მან სიყვარულს შესწირა სიცოცხლე მაგრამ სიკვდილი როდი იყო მისი სურვილი, მას ისევ სურდა ენახა მისი თაფლისფერი თვალები, მას ისევ სურდა მისი მზერა, არ სურდა სიკვდილი, მგონია რომ არც ეს ტყუილი უნდოდა, რათქმაუნდა არ უნდოდა ამ ტყუილით ცხოვრება!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი