ოცდამეერთე საუკუნე


21 საუკუნე, რაღაც უცნაური დრო, დრო რა საზოგადოებაა უცნაური, მათ შექმნეს ესეთი დრო, საზოგადოების რაღაც ჯგუფი ვერც კი აზროვნებს რას სჩადის,  განიკითხავენ ერთმანეთს, სხვის ცხოვრებაზე მსჯელობენ და აკრიტიკებენ, თავისას კი გვერძე გადადებენ, არ მესმის მათი, ვცხოვრობ იმ საუკუნეში და დროში, სადაც იშვიათია იყო კეთილი, გულწრფელი, ადამიანები გაცივდნენ,შეიცვალნენ, დაბრმავდნენ, ეს ყველაფერი არ მესმის, რა საჭიროა ამდენი გაუაზრებელი ქცევა, ხალხი დაბრმავდა ვერაფერს ვეღარ ხედავენ, მგონია რომ მათი საზრისი და ცხოვრების აზრი მატერიალურ სიკეთეებზეა გადატანილი, ამის იქით კი ვერავის ხედავენ, რას აღარ გააკეთებენ ფულის გამო, სწორედ ამიტომ ისინი აღარ გვანან ადამიანებს, მაგრამ ყველა ესეთი როდია, თუმცა უმრავლესობა ესე ფიქრობს, ვერ გამიგია რატომ. რატომ? ამ კითხვაზე პასუხს ვერ ვცემ , უკვე საუბარიც აღარ ღირს მათთან, მათი გულები გაცივდა,  ყინულის ლოდებს დაემგვანა, მათ კი ეს არ აწუხებთ, მე კი ამას განვიცდი, ვცხოვრობ ისეთ დროში სადაც გაქრა სიყვარული, ნდობა, მეგობრობა, მეგობრები არ მყავს, მე არ შემიძლია ვუწოდო ესეთ ადამიანებს მეგობრები, თუმცა არის ერთი გოგო, რომელიც საკუთარი დასავით მიყვარს, მიგებს და მაფასებს, ეს კი სანატრელი გახდა, მიხარია რომ ასეთი ადამიანი დგას ჩემს გვერდით, მაგრამ მათი ვერ გამიგია ვინც მეგობარს უგულვებელყოფს. ნამდვილად არ მინდა  ესეთ დროში ცხოვრება, სადაც ხალხი ხალხს ჭამს,ერთმანეთის შურს, არ უხარიათ ერთმანეთის წარმატება. არ შეიძლება ასე მოიქცე, ერთხელ მაინც უნდა დაფიქრდე და ჩაიხედოს საკუთარ გულში და სინდისში, მაგრამ სადღა აქვთ მათ სინდისი, ვოცნებობ რომ ადამიანებს შორის ჩამოყალიბდეს კარგი ურთიერთობა, ყველაა უხაროდა ცხოვრება, მათ ალბათ არც კი წარმოუდგენიათ როგორ გაუმართლათ რომ გაჩნდნენ ამ ქვეყანაზე, რომ მათ ერთ სიტყვას შეუძლია ადამიანის გახალისება. რატომ იქცევიან ასე? რატომ…. რატომ.. პასუხი კი ასეთია ეგოიზმი, შური, სიძულვილი და კიდე ბევრი, სამწუხაროა რომ ამას ყველა ვერ ხვდება, როგორი სამწუხაროა….. ყველამ და ყველაფერმა მათთვის ფასი დაკარგა,ღირებული აღარაფერია მათთვის, მათ ზურგი აქციეს ყველაფერს, ხელი ჩაიქნიეს ცხოვრებაზე, გაჰყვნენ დინებას, არ იბრძოლეს თავიანთი თავებისთვის, მათ გააბატონეს სიძულვილი,      ამბობენ ,,დრონი მეფობენ არა მეფენი” მართალიცაა მაგრამ ცოტა ხნით მაინც ხომ შეგვიძლია ჩვენც ვიბატონოთ დროსთან ერთად, ცოტა ხნით დავუბრუნდეთ რეალობას, დავინახოთ თუ როგორი ლამაზია სამყარო, მისი ფერები, განა ეს რთულია? მიკვირს თუ რატომ არ უნდა გიხაროდეს რომ არსებობ, რომ გაგიმართლა რათა დღეს შენ ცხოვრობ, სწორედ შენ შეგიძლია შექმნა უკეთესი საკუთარი თავისთვის მაინც, ამ დროში ცხოვრება ნამდვილად არაა სანატრელი, საშინელებაა უყურო და უსმინო ასეთ საზოგადოებას,  ვერ ვხვდები ეს ხალხი რას ფიქრობს? ან ფიქრობს კი? …….. პასუხი დუმილია, დუმილი რომელიც ბევრ რამეს ანადგურებს, არ აძლევს სიმართლეს დამტკიცების უფლებას, ოცდამეერთე საუკუნე არის უსამართლო დრო, უსამართლო საზოგადოებით, ამ დროში გაქრა სიყვარული, ეს ენით აუხსნელი გრძნობა, ამ გრძნობის გარეშე ყველაფერი შეუძლებელია, ჩვენ მოვკალით ის ჩვენს გულებში, ეჰჰ ყველაფერი სასაცილოა რაც ამ დროში ხდება სატირალი რომ არ იყოს…..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი