შეუფერხებლად ვადასტურებ


შეუფერხებლად ვადასტურებ
ყველაფერს აღარც მიზნები და
სუყველაფერი ჯადოსნური
ამომაცალეს სიზმრებიდან
როდესაც თეთრ ფერს ვეწვალები
გარშემო მუდამ ყვავებია
ნუ გამახსენებთ მეძავები 
თქვენგან რამდენი მყვარებია
დარდი დამტოვებს უცილობლად
დამტოვებს შიშიც უძილობაც
შეგიყვარდება ჩემი დარდი
და არა მისი უძირობა
იმ ცრემლგარეულ წყალთან ვზივარ
ამაში მხარს ვინ არ დამიჭერს
არა მაქვს მეტი ფანტაზია
და მინდა მხოლოდ წყალთან ვიჯდე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი