ხან ამინდი მეძებდა და ხან ამინდებს ვეძებდი


ხან ამინდი მეძებდა და 
ხან ამინდებს ვეძებდი
ის უჩემოდ ვერ ძლებდა და
მე უმისოდ ვერ ვძლებდი
მე მის ტკივილს ვემეგობრე
დიდი თავგამოდებით
ლხინში დარდის მეგობარი
როგორ არ ვაგონდები
როცა ჩემი ბედის წყარო
ძლივსღა მოწანწკარებდა
მაშინ მივხვდი ღმერთი მწყალობს
ღმერთი იდგა კარებთან
ხან ლამაზი ქალის სახით
ხან ექიმის ხალათით
თუმცა კრინტიც არ დამიძრავს 
სუყველაფერს ვმალავდი
ის დროც დგება როს საკუთარ
სიავეებს იყვარებ
ხვდები უნდა წასულიყო
უნდა წასულიყავი
თითქოს დიდი კედელია
და ამ კედელს ვღებავდე
ზოგი მხოლოდ სიკვდილებით
მიდის დაბადებამდე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი