დიდი ხანია თვალს გადევნებ დიდი ხანია მენატრები
დიდი ხანია თვალს გადევნებ დიდი ხანია მენატრები ერთხელ მოდი და გამათენე ისევ იგივე მემართება ასე მგონია ყოველ დილით ვინმე მოვა და დამაბრალებს რომ მე ვცხოვრობდი პოეტივით და დავარღვიე სამართალი რა ყადაღა ან რა ჯარიმა ჩემთვის დროც კი არ იწელება ერთი პოეტი ლაჩარი ვარ ცისკენ წერილებს ვიწერები დიდი ხანია ვაკვირდები იმ გზებს ერთურთს რომ ეყრებიან რა ვარდები და რა კვირტები ჩემთვის ყოველთვის ეკლებია მოვკვდები თუ იქ დამაბრუნებ სადაც მე აღარ მესაქმება და მე თავზე რომ ცა მახურავს ვერც პალატებმა ვერც საკნებმა ვერ მომიჩრდილეს თავის ჭერით რას ენდობიან თავის ჭერებს იმ სიყვარულში ჩავიჭერი ეს სიყვარული დავიჯერე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი