ეს იყო ადრე დიდი ხნის წინათ იცი ბევრ ამბავს იწყებენ ასე


ეს იყო ადრე დიდი ხნის წინათ
იცი ბევრ ამბავს იწყებენ ასე
მე იმ უხსოვარ დღეებში მძინავს
თითქოს და ჩემი არყოფნა მავსებს
მძინავს და ძილის მძიმე მკლავები
კვლავ დასადგომი დღისგან მიცავენ
ვიცი ვერავის ვერ ვეყვარები
თუ წარსულად არ გადავიქცევი
ვიცი და თითქმის არასდროს ვნაღვლობ
თითქმის ვერასდროს მნახავ ნაღვლიანს
რომ ვერასოდეს ვიპოვე სახლი
რომ უსახლობა ალბათ სახლია
მე ჩემი ღმერთის დუმილს მივათრევ
მე მელოდება ჩემი ნაპირი
სისულელეა ოცდამეათედ
არ ვარ და ისევ ყოფნას ვაპირებ

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი