მთელი თავისი ტრაგედიის დიდებულებით


მთელი თავისი ტრაგედიის დიდებულებით
იწყება ზამთრის მიწურული და შენ ავადობ
შენ გხიბლავს ცივი ეზოების და სადგურების
ყურება მე ეს სადგურები ახლა თავად ვარ
-
შენ კი მიღიმი თაფლს მასმევ და თავს მაყვარებ
ყველა მონეტა ერთიანად გადავყარე
შენში მღვიძავს და დილაც შენთან ომი არი
დილა სიზმრების უნებლიე დაძინება
და გულში რაღაც თეთრი დარდის ძრომიალი
და მერე თეთრი უთეთრესი გაცინება
-
მთელი თავისი ტრაგედიის მშვენიერებით
იწყება ზამთრის მიწურული და შენც მახსენებ
რომ მსხვრევადია ჩემი ხელები
რომ ვერასოდეს შეიყვარებ შენ მის ნამსხვრევებს

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი