შენი სიყვარულისთვის


სურათს ბევრჯერ დახედავ
ბევრჯერ გზას გაგინათებს
ზღაპარი მაქვს ამხელა
რას დაეძებ სიმართლეს
რას დაეძებ სიმართლეს
ისეც ცოტა ხანია
რაც უნდა გაგვიხარდეს
ზოგჯერ სხვაზე ძალიან
ჩვენი თავი გვიყვარდეს
ჩვენი თავი გვიყვარდეს
სულ რომ ვუმზერთ მწერივით
ვუმზერთ ცუდი მგზავრივით
დავწვი ყველა წერილი
შენი გამოგზავნილი
შენი გამოგზავნილი
არაფერი გამართლდა
რასაც ვიმეორებდი
მე რა მინდა ამათთან
მოკლეს ჩემი ტოლები
მოკლეს ჩემი ტოლები
მაინც სადღაც დაგუბდეს
იქნებ ხსოვნა გულის ქვეშ
მე რა გითხრა დამღუპეს 
შენი სიყვარულისთვის 
შენი სიყვარულისთვის

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი