მიწავ ახლა მე ვიძინებ


მიწავ ახლა მე ვიძინებ
ყველას ეჭვით და ღალატით
მესმოდეს სატრფოს სიცილი
შრიალი მისი ხალათის
მე კი მე ყოფნას ვიცილებ
გავძღები ნეშომპალათი
ერთბაშად შემოგიწვინე
რასაც ნელნელა მპარავდი
რასაც ნელნელა მიქარვებ
სულ ერთიანად მფარავდეს
ჩემ გულზე ვარდად იხარებს
რასაც ამდენ ხანს ვმალავდი
თუ ვტყუი ჩუმად მითხარი
არ ჩავიძინებ მანამდე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი