ყოველთვის მიცნობ
ყოველთვის მიცნობ დაშვებული ჩემი მხრებივით დაშვებულია ყველა დროშა ჩემგან საქნევი ყოველთვის ისე ერთნაირი ისე ზეპირი მოძრაობების მდგმური შვილი მოქალაქე ვარ გადის დრო შენი გიშრებიდან ვირჩევ ყველაზე თხელს უნდა შევძლო კიდევ ერთხელ თავის გართმევა და ვწერო არა დაცემაზე ღმერთზე შველაზე და ვიყო არა საცინებლად სამტროდ სათრევად თუ არა ახლა ვგრძნობ ვერასდროს ვეღარ ვუშველი თავს ყველაფრისგან გარიდებულს შენთან დარჩენილს არ მახსოვს როგორ თენდებოდა დილა უშენოდ არ მახსოვს თუ ვინ მოდიოდა გადასარჩენად
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი