მე თბილისის ყველა ქუჩა ვიცი


მე თბილისის ყველა ქუჩა ვიცი
ვერ მოვაგენ შენი სახლის კარებს
რა ხანია შენთვის ნასწავლ სიცილს
მე კარიდან კარზე დავატარებ

არაფერი არ იქნება ისე
არ იქნება შერიგება დაღლა
რა ხანია შენს ხმას ვეღარ ვისმენ
რა ხანია ვიცი ვეღარ გნახავ

დილით სუფთად ვეწყობი და ვიცმევ
ახლა მხოლოდ ამინდებზე ვღელავ
ჩავაბარებ უკანასკნელ სიცილს
და ამ სიცილით გაგიცინებს ყველა
ჩავაბარებ უკანასკენ სირცხვილს
და ხვალიდან კი დამივიწყებს ყველა

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი