გზა კი გაივსო აპრილებით
გზა კი გაივსო აპრილებით მაგრამ დაცვენას აპირებენ გახარებამდე კვირტები ისევ დავკარგე ნაპირები ბოლომდე დედანატირები ჩემ ცივ ბინაში ვმკვიდრდები ისევ არაფრით დამითმობენ კვლავ უნებლიეთ დავითოვე უნდა ვეძიო სხვა მხარე ან ზეიმებზე დამიტოვეთ ან სიგარეტი დამიტოვეთ ან რამე კარგი მახარეთ გაჩნდება ძველი სანათები რომ თეთრი ღამის სამართებლებს ვუნთო ერთი ხომ მოვიტოვე არ დამითმობენ წამართმევენ კვლავ საგიჟეთში წამათრევენ მერე ნაცნობი კორიდორი მერე კი ისევ “Rolling Stones” მერე კი ნაცრის მტრედები ისევ ცისფერი მონიტორი ძვირფასო გზასაც მოგისწორებ წასასვლელად თუ გჭირდება
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი