რა მსუბუქია ახლა ქარი შენ თვალებს ხუჭავ
რა მსუბუქია ახლა ქარი შენ თვალებს ხუჭავ ხუჭავ და თითქოს ერთით მეტი რაღაც იცოდე ვიდრე ამ სკვერმა მოედანმა ვიდრე ამ ქუჩამ მე კი ვიწვოდი რა მსუბუქია ეს მუსიკა და შენი მხრები მე ბევრჯერ ვნახავ მკვდარ სიზმრებში იმ ლურჯ სარაფანს დამრჩება ასე მოშრიალე და ხელუხლები ბედნიერება და რადგან ახლა სად ვიქნები აღარ მანაღვლებს რადგან ოთახშიც გაბმული მაქვს ფიქრი მძივებად ჩემი ლექსებით აგიშენებ ოქროს სასახლეს და შენ ამაზეც გაგეცინება მითხარი და მე შევასრულებ ყველა მისიას ან რა აზრი აქვს გამიხარდეს თუნდაც მეტკინოს ლამაზი გოგო რა თქმა უნდა მუდამ სხვისია და მისი ქუჩა რა თქმა უნდა კლარა ცეტკინის
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი