ვერ დავიბრუნე
ვერ დავიბრუნე ვერც ის სახლი ვერც მეზობელი თუნდაც ერთი გზა ერთი ჩიხი ერთი ხაფანგიც ვერამოძრომით ვერამოსვლით ვერამორბენით სულს რომ ვითქვამდი და ეგონათ რომ სულს ვღაფავდი ვერ დავიბრუნე აღტაცება და ვერც ვერასდროს ვერ ავედევნე აღტყინების მჩატე ფიტულებს თითქოს საერთო სიხარულში ყველამ შემასწრო და მე კი კარი გამომიხურეს სადაც შეხედავ ნამეგობრალს ნამტრალს ნასახლარს ნასიყვარულებს სად ეკალიც აღარ ამოდის დამბრუნებელი შენ თვითონვე უკვე არცა ხარ თითქოს მორჯულდი მორბილდი თუ მოსაღამოვდი დამბრუნებელი აღარა ხარ აღარც ძველ შუქთან გამოცვლილია სახეები გზები უბნები უკვალოდ გაქრე შესაძლოა ისე შეგშურდა თეთრი ღრუბლების
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი