ზაკს
ჩემი წერილი წააკითხე მღვრიე ჩანჩქერებს როდესაც მზერას გააყოლებ გზიდან ავაზებს ბოლოს მაინც ხომ მხრებში მოხრილ კაცზე აჩერებ სადაც არ უნდა იყო გხიბლავს სხვა სილამაზე ეცადე დარჩეს ეგ ზღაპარი გავდეს ჯადოსნურს თითქოს ბავშვობის სიზმარია როცა ზებრები გიცქერენ თვითონ იმ ზღაპრიდან გავხარ გადმოსულს შენ გზებს დაეძებ მე კი გზები თვითონ მეძებენ ეს დღეც იგივე კვამლში დგას და ფეხსაც არ იძვრის დავჯდები ისევ უნიათო ნატვრებს გავფხიკავ მე ამ დღიდანაც კი არ ვიცი როგორ გამოვძვრე შენთან ყვითელი ქვიშებია სამხრეთ აფრიკა
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი