ნუ მემდური
ნუ მემდური ეს სხეულიც ლამის ქირით მაქვს ლამის უცხომ მომატყუოს დამაღალატოს მახსოვს გოგო სიცილით რო ჩამოივლიდა აღარასდროს ჩამოივლის არა არასდროს ნუ მემდური ხომ უყურებ ჩემს ზურგს დაჭედილს ამ ზურგზე ხომ ყოველღამე ჩიტი იბუდებს ის დღე მახსოვს საბოლოოდ როცა გავჩერდი და უკანაც ვეღარაფრით ვეღარ მივბრუნდი გადაიქცა ყველაფერი ყველანაწერად ჩვენ შორის ხომ ათასობით ზღვამ ჩაიარა ვინც მისურვა სურვილებად დამანაწევრა და ლოყაზე ბავშვის ცრემლი დამრჩა იარად ხდება ჩვენვე ავუკრძალავთ ხოლმე ჩვენივე თავებს თუნდაც სხვაგან ყოფნას ზოგან არყოფნას ამ არყოფნა-ყოფნის დარდით გადარჩენილებს ზოგჯერ გვიწევს სუსტ ყულფებში თავის გაყოფა ნუ მემდური ვეღარ ვუძლებ ამ სიმარტოვეს თითქოს სიცარიელესთან დავრჩი მიბმული ცოტახანი სიხარული უნდა მათხოვო და დაგიბრუნებ
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი