ხან ცივი დღეებივით ერთმანეთს მივეწყობით


ხან ცივი დღეებივით ერთმანეთს მივეწყობით
ყველა მე ყველა შენ ყველა ჩვენ ყველა სხვა
მადლობა სუყველას ვისაც კი მივეწებე
და შხამი შემასვა

მადლობა რასაც რომ ჩემით ვერ ვიხილავდი
ჩემთვალწინ დაწვით და ჩემთვალწინ ამხილეთ
ბოდიში სუყველას ვისაც კი ვიღიმოდი
ვინც ვერ გავაღიმე

ხან ძველი ლექსივით ბავშვურად გამიტაცებს
ხან მითვლის რომ დროა დავყარო ფარ-ხმალი
ხან მინდა დარბაზში ავიდე მაგიდაზე
ავტეხო ხარხარი

ხან ისე მაოცებს მტერსაც კი შემაყვარებს
ხან ისე გამტეხავს ვიძულებ საყვარელს
ფარ-ხმალი რომელიც ვერასდროს ვერ დავყარე
ფარ-ხმალი რომელიც მოსვლამდე დავყარე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი