ბექას


თანდათან ვშორდებით ნანატრ ასაკს
ყველასთვის ტკბილსა და სასურველს
სამშობლომ მტრებს თუ დაგვამსგავსა
რატომ არ უნდა გავცუროთ

მისგან შორს მისი წნეხისაგან
ჩრდილოეთით თუ სამხრეთით
ჩემთან ერთ ადგილს შეგინახავ
თუკი სხვა მხარეს წახვედი

ანდაც ჩიტებად გადავიქცეთ
მიწას რომ აღარ ვეწამოთ
მახსოვს გხიბლავდა ცა და სივრცე
ჩემო უნაზესო ლერწამო

მახსოვს მე ჩვენი ყველა ბინა
ყველგან რაღაცა ვიტკინეთ
ყველგან რომ წუთით შევირბინოთ
და რაც გვეტკინა ვიტიროთ

იქნება არც კი დაგვიშალონ
იქნებ უპრობლემოდ შეგვიშვან
დაპირებამდე რომ დავიშალო
ყველგან ჩემ მაგივრად შენ გიშვებ

ჩემი ოცნება აისრულე
ჩემი ოცნება დაგიფარავს
ყველაზე ლამაზ ცას გისურვებ
როგორც კეთილმა ჯადოქარმა

უნდა გაგიქრო ყველა გორა
ყველა ლოდი და ყველა კენჭი
მჯერა კი არა ან მეგონა
ვიცი გავგრძელდებით ერთმანეთში

თუკი რომელიმე გადავრჩით
თუკი რომელიმემ გავასწარით
ამდენ ხანს გავძელით ნაგავში
სულ ერთს გთხოვ სადმე წააწერე

"მუდამ გახსოვდეს მეგობარი"
მისი ვერსადყფონა-ვერპოვნანი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი