მე ვცხოვრობ ძღვენებით


მე ვცხოვრობ ძღვენებით
და ლურჯა ცხენებით
ეს ციებცხელებაც
სულ მალე ჩაცხრება
მე ვზივარ ჩუმი და
თუ გინდა ნუ მიტან
ხომ იცი თუ მინდა
აღდგომად ვაჩვენებ მწარე დანარცხებას
მე აღარც ვფრთხილობდი
და ბოლო ხილვამდე
თავი რომ მივადე
იმ დილით მოაჯირს
ვერ მიხვდი რა მჭირდა
ან ასე ღრმა ჭიდან
ცა რად ამომაჭრეს

რა იყო ქვების და ლოდების მეტი ან
სიგიჟე ჩემ შიგნით რად არ დაეტია
მე რატომ მელოდა ამდენი დაცემა
რატომ ვერ შევძელი ან თავის დაძვრენა
მეკრიფა მექსოვა მეყიდა მეშოვა
რომ დამვიწყებოდა სულს იქით ლეში ვარ
რომ თურმე ტკივილი თვით სიმაღლეშია
და მუდამ გნათლავენ გიჟად და შეშლილად

მე ვცხოვრობ ძღვენებით
მე ძღვენებს მიძღვნიან
თითქოს სულ იგივე წყეული რიცხვია
ჩვენ კი ერთნაირი დღეების მძევლები
რა მოხდა მქონოდა ფერადი სასახლე
ფერადი კაბებით მორთული კარადა
მე მთელი ცხოვრება დავეძებ გასაღებს
და ვიცი და ვიცი სად არი არადა

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი