ვხედავ


ვხედავ ცრემლივით როგორ იქნება
დაბადებიდან სრულყოფას ლამობს
მე კი სავსე ვარ ცრემლების სეტყვით
რომ კარგად არაფერი იქნება
რომ ყველა ლუკმა უმარილოა
ახალს მათ ალბათ არაფერს ვეტყვი

ისინი ჯერაც გვანან არაფერს
ისინი უნდა იქცნენ ცრემლებად
ისინი უნდა გავდნენ ნაქარგებს
და ხომ არ ვეტყვი აღმოჩენებმა
რომ აღმოჩენის ჟინი დაკარგეს

მე მათ გარეშე ცხოვრებას ვსწავლობ
ვინც ძილს მიანდო თავი ბოლომდის
და ხომ არ ვეტყვი რომ ყველა ძვალი
ელის ყველაზე ძვირფას მოლოდინს
ვფიქრობ ყოფნისგან თავს შევიკავებ
თუ თავს ბალიშში ძლიერად ჩავრგავ
მაგრამ წვალებით ნაპოვნ სიყვარულს
სიზმარშიც ვკარგავ

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი