მიყვარს შენი გაზაფხული
მიყვარს შენი გაზაფხული გახაფხულზე ჩიტების მომრავლება და როდესაც შევეჩვევი დანაკარგს ისე აღარ მომინდები ისე არ დამჭირდები მაგრამ ახლა ნეტავ შენთან დიდხანს მალაპარაკა განა რამე მნიშვნელოვანს ან ჭკვიანურს გეტყოდი რამეს განა წაგახმარდი სურვილად ან იმედად მინდა ასე ლაპარაკში მიგაცილო მეტრომდე და მხოლოდ კარგს და მხოლოდ კარგს ცუდს რა მათქმევინებდა მაგრამ ახლა შენ არ მისმენ მინდობილხარ ქარის ხმას აღარც მოგენატრები და ანუ არც მომეკრობი აღარცერთი ალუბალი ჩემს გაზაფხულს არ ისხამს დამრჩა ძველი წერილები და ქურთუკი მეგობრის ნიშნად რომ მე ვარსებობდი ნიშნად რომ შენ გჯეროდა გზად რომელსაც გამუდმებით ჩემგან სხვაგან მიყავდი ნეტავ ხელში ყვავილების თაიგული მჭეროდა მეთქვა როგორ მჭირდებოდი მეთქვა როგორ მიყვარდი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი