თოვლის ბაბუა
ბავშვობიდანვე მაჯერებდნენ,რომ არსებობდა ყოვლისშემძლე თოვლის ბაბუა, რომელსაც ფანჯრიდან საჩუქარი უჩინმაჩინივით შემოჰქონდა. მეც ისევე, როგორც სხვა დანარჩენ ბავშვებს, მჯეროდა მისი არსებობის და ვაბარებდი საჩუქრებს. მაგრამ ჰოიდა საოცრებავ დაახლოებით მე2 კლასში ვარ და ვნახულობ,თუ როგორ დებს საჩუქარს დედიკო ნაძვის ხის ქვეშ. (მე არც კი შევიმჩნიე ეს რომ დავინახე 😄)...თუმცა ამ დღეს გადავიტანე დიდი ფსიქოლოგიური იმედგაცრუება...ცოტა რომ წამოვიზარდე გამიჩნდა კითხვა: შემთხვევით ღმერთის შემთხვევაშიც ასე ხომ არაა? ბავშვობიდანვე, რომ გვაჯერებენ მის არსებობას და გვეუბნებიან,რომ ის არის ყოვლისშემძლე?(როგორც თოვლის ბაბუა. ) მაგრამ ჩემთვისვე უმჯობესია მჯეროდეს და მწამდეს მისი არსებობის,რადგან გაჭირვების დროს,ვიღაც ხო მეყოლება ძალა,რომელიც გამამხნევებს და მეცოდინება, რომ მარტო არ ვარ... ისე კი თოვლის ბაბუის არსებობის არ უნდა დააჯერონ ბავშვებს,რადგან რა იცი რამხელა იმედგაცრუებას გადაიტანენ ამით(როგორც მე)
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი