მემკვიდრეობითი რელიგია


ყველაზე მეტად "მემკვიდრეობითი"რელიგია მაღიზიანებს. აი მაგალითად:ქრისტიანი მშობლები ბავშვს ქრისტიანად ნათლავენ,ათეისტები ათეისტად და ა.შ....სად არის აქ ბავშვის თავისუფალი ნება? ვფიქრობ რომ,სანამ ბავშვი სრულწლოვანი არ გახდება და ინტერესები არ ჩამოუყალიბდება, მანამდე მშობელმა "შენი" საკუთარი რელიგიური მოსაზრებები არ უნდა ჩაუბეჭდო თავში. ვთვლი,რომ,როგორც პროფესიას ირჩევენ დამოუკიდებლად, ისე დამოუკიდებლად თავიანთი ნება-სურვილით უნდა აირჩიონ თავიანთი რელიგიური მიმდინარეობა.🙌 *ყველა ადამიანი თავისუფალია, მაგრამ ყველგან ბორკილებშია*აი მაგალითად: მე რომ სხვა რელიგიაზე გადასვლა მინდოდეს, ამას ვერ გავაკეთებ, რადგან მემკვიდრეობით მერგო ეს რელიგია, და ამ რელიგიის მიხედვით უნდა ვიცხოვრო:-())(ქრისტიანი ვარ)

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

6 კომენტარი
ი.ო.ა.ნ.აFbi4 წლის წინ

გადასვლა შეგიძლია რატომაც არა, თუ სხვაგან ხედავ ჭეშმარიტებას🤷‍♀️ სხვათაშორის ერთი 4წლის წინ მეც ვემხრობოდი რომ ბავშვის თავისუფალი ნება ირღვეოდა ადრეულ ასაკში მონათვლით და ვთვლიდი , რომ თვითონ უნდა აერჩია სარწმუნოება!შემდეგ ილიას სიტყვებით მოვუტანე ჩემს აზრს კონტრარგუმენტი "ქრისტე ჯვარს ეცვა ჩვენთვის და ჩვენ ჯვარს ვეცვით ქრისტესტისთვის" .. ხოდა მერე დავფიქრდი ოჯახი პატარა სოციუმია, სოციუმს აქვს თავისი კულტურა, წეს-ჩვეულებები, ადათ-წესები. თითოეულ მათგანს რომ ჩაუღრმავდები მაინც სარწმუნოებამდე დადიხარ. გინდა არ გინდა "იწამლები" და შენთვის ისაა ჭეშმარიტება 😁❤ პ.ს მაზიარებელი ვარ.

Nini.k.Philosopher4 წლის წინ

დიახ გეთანხმებით გინდა არ გინდა სოციუმის წეს_ჩვეულებებით მაინც "იწამლები".პ.ს. მიხარია რომ ჩემსავით ვინმე რომ ფიქრობს ამ საკითხზე ასე, ამგვარად

ი.ო.ა.ნ.აFbi4 წლის წინ

საინტერისო მსჯელობის გამართვაც შეიძლება ამ საკითხზე, მაგრამ აქვე ქვეკითხავსავით დავუსვამ ჩემს თავს: რა წავაგე რომ მომნათლეს ადრე გაუცნობჯერებლად?

Nini.k.Philosopher4 წლის წინ

არა,ამით არაფერი წააგე💛... ყველა რელიგია ხო ადამიანის გამოგონებულია))😊 უბრალოდ „შენს წინაპრებს ეს სწამდათ და შენც ეს უნდა იწამო“_ს წინააღმდეგი ვარ:-))🙌

ი.ო.ა.ნ.აFbi4 წლის წინ

მაგრამ იწამლები შენივე წინაპრებით ონტოგენეზის დასაწისშივე😂 ეს რაფაც ისაა, ბუნების კანონებს რომ უძახიან 😂

Nini.k.Philosopher4 წლის წინ

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი