საკუთარი თავის სტიმულაცია


მე მახსოვს როგორ იშლებოდი ჩემს თვალწინ,მახსოვს როგორ ჭკნებოდა შენივე დარგული პატარა ყვავილი იმ დიდ ბაღში რომელსაც ვერავინ ამჩნევდა.
მახსოვს როგორ კვდებოდა შენი სუფთა და ლამაზი სული,და როგორ ვერავინ გეხმარებოდა...✨
თითქოს რამდენჯერ გაგტეხეს არა?
რამდენჯერ ნაკუწებად გათელილი შენი გული თავადვე აგიწყვია მაგრამ ვაი იმ აწყობას.
რამდენჯერ ვითომ გადარჩენა გიზეიმია და ხალხს უგზოუკლოდ გზაარეული გიჟი გონებიხარ...✨
მე შენი გულწრფელი ღიმილიც მახსოვს,გულიდან წამოსული სიტყვებიც,უწინ რომ ასე ძალიან მიყვარდა.
მოტრფიალე ვარ შენი ღიმილის თუნდაც მეც გიჟი ვეგონო ყველას.
ხო!მე ვგიჟდებოდი შენს უბრალო ღიმილზე და დღეს რომ მოკვდა ის ღიმილი დასაკარგად მენანება.
კი,მე მახსოვს,რა დამავიწყებს შენს გადაჭიმულ ბავშვურ კანს,დღეს ნაოჭები გეპარება ამ ლამაზ სახეზე.
ტკივილების ბრალია და მაინც ულამაზესი ხარ.✨
მე ყველაფერი მახსოვს,ისიც მახსოვს როგორ იშლებოდა შენი საყრდენი კედელი,როგორ განგრევდნენ,როგორ გშლიდნენ და ბოლომდე რომ მაინც ვერ გადაგიარეს...✨


ცოტაც მოითმინე ჩემო თავო,ვეუბნები საკუთარ თავს და ასე ვამშვიდებ,ვაიმედებ რომ ახლა თუ ვერ,მომავალში მაინც იქნება ყველაფერი კარგად...✨

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი