ფანტაზია


ბოლოს რომ გავეყარეთ მე და ჩემი მწვანეᲗვალება ანგელოზი ერთმანეᲗს ჩემმა გულმა ვერ გაუძლო და გაგიჟდა.
არვიცი ასე ამბობებ რომ ვავგიჟდი თუმცა განა ამბობენ სიმართლეს?ისიც არ ვიცი მაგრამ ფაქტია ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ვარ და აქედან ვწერ.
შენ გწერ მაგრამ ეს წერილები უადრესატოა და ვიცი შენამდე ვერასდროს მოაღწევენ.
მე შეიძლება მართლა გავგიჟდი და იმიტომ აღმოვჩნდი აქ მაგრამ შენ ხომ სრულ ჭკუაზე ხარ და იქნებ მითხრა რა იყო ჩემი ასე გაგიჟების მიზეზი.
იქნებ ის რომ სხვასთან უბრალოდ თვალი მოგკარი ბედნიერს?
ნორმალურ სიგიჟემდე შეყვარებულ ადამიანს რომელსაც მეორე ადამიანი ძალიან უყვარს ასეთ დროს თავისებურებას ვერ შეინარჩუნებდა ხომ ასეა?
რატომ არ გასკდა ეს გული როდესაც შეგამჩნიე როგორ უღიმოდი სხვას და როგორ ეხებოდი.
რამდენ ტკივილს შეინახავს ეს ოხერი გული განა ამდენიც შეუძლია?
აქ კარგად ვერ ვგრძნობ თავს რადგან არც აქ ესმით ჩემი.
არ მჭირდება აქ გამოკეტვა უბრალოდ შენ მჭირდები და არ ესმიᲗ ჩემი.
შენ მაინც სთხოვე რომ გამიშვან...
მაგრამ რომ გამიშვან და ისევ სადმე შეგეფეთოთ თქვენ ორ ბედნიერ წყვილს ეს გული მართლა გასკდება.
ხშირად გელაპარაკები მაგრამ შენ სამწუხაროდ ჩემი ხმა არ გესმის.
არ მტკივა გული ამის გამო რადგან შეჩვეული ვარ,შენ არც ჩვეულებრივ გესმოდა ჩემი ხმა და ვერც ვერასდროს მამჩნევდი.
ეს ის ცხოვრებაა რომელიც გინდოდა რომ აგერჩია?
ჩემო ძვირფასო ჩვენს პირობას რომ ვერ ასრულებ გული მწყდება,თუმცა მე არ ვუშინდები ამ ცხოვრებას და ისევ გელოდები.
ხომ მითხარი რომ შენთვის მნიშვნელოვან რესურსს წარმივადგენდი რაც მარადიულ სიყვარულს ნიშნავდა და ახლა უკვე სხვა გყავს....
მე აქ ვზივარ ჩემთვის მშვიდად და გელაპარაკები უსასრულოდ მაგრამ რატომღაც ჩემი ხმა ისევ არ გესმის...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი