მარია ბებო...


ზაფხულის ცხელი დღე იყო,სხვა დღეებისგან არაფრით განსხვავდებოდა.ჩემთვის მშვიდად ვიჯექი ფანჯრის რაფაზე და თვალს ვადევნებდი ქუჩაში მიმავალ ადამიანებს.
ჩემი სახლის მოპირდაპირედ ერთი მოხუცი ქალი ცხოვრობდა.
ყოველთვის შავი ტანსაცმელი ეცვა და მისი არაფრისმთქმელი დუმილი მაშინებდა.ერთხელ დედას ვკითხე თუ რატომ იყო ასე ჩუმად ყოველთვის და სულ შავ ტანისამოსში გამოწყობილი.
დედამ მითხრა:
-შვილო ორი შვილი დაეღუპა მას შემდეგ მისი ხმა არავის გაუგონია სულ ასე ჩუმად დადისო.
სიმართლე გითხრათ გული მომიკვდა ტანში ჟრუანტელმა დამიარა და თვალებში ცრემლი მომადგა.
ყოველთვის ვცდილობდი გარეთ გასვლისას გამოვლაპარაკებოდი თუმცა მისი ხმა არსაიდან მესმოდა.
გადიოდა დრო და არ ვნებდებოდი ყოველთვის ვცდილობდი სალაპარაკო თემა მქონოდა...
ზაფხულის მწველი დღე იყო როდესაც თავისთან დამიძახა და სახლში მიმიპატიჟა.
ხმაც გამაგონა და თავაზიანად მომესალმა.
-მე მარია ბებო ვარ შვილო გამარჯობა.ხშირად ცდილობ დალაპარაკებას მე კი სულ ზურგს გაგცევ მაპატიე.ბოლოს პირველად 20წლის წინ დავილაპარაკე და ახლა თითქოს ლაპარაკი დამავიწყდა..
რაც ჩემმა ორმა შვილმა ჩემზე უარი თქვა და იმ ქვეყანად წავიდა მის მერე აღარავის აღარ ველაპარაკები ყველა ადამიანზე გული ავიცრუე.
მოკრძალებით ვკითხე:
-როგორ დაიღუპნენ?
თვალებ ჩასისხლიანებულმა მიპასუხა რომ ისინი ოცი წლის წინ ავტოკატასტროფაში დაიღუპნენ.
ბევრი ვილაპარაკეთ და ბევრი საინტერესო რამ გავიგე იმ დღიდან მე და მარია ბებო დავმეგობრდით და მხოლოდ მე მესმოდა მისი ხმა.ყველას უკვირდა როგორ შევძელი მასთან ასეთი კონტაქტის დამყარება თუმცა მე საპასუხოდ მხოლოდ ვიღიმოდი.ყოველ საღამოს მივდიოდი მარია ბებოსთან და მის გაკეთებულ ტკბილ ჩაის ვსვამდი.ერთადერთი იყო რაც მამშვიდებდა.თითქოს განსაკუთრებული და განსხვავებული გემო ჰქონდა...
ერთ საღამოს როდესაც მარია ბებოსთან უნდა გადავსულიყავი დავინახე რამდენიმე მანქანა მის ეზოში.ხმაური და უამრავი ადამიანი შეკრებილიყო მე კი აღელვებული ფეხსაცმელი არც კი ჩამიცვამს ისე გავიქეცი..დედაც იქ დამხვდა და მასთან არ შემიშვა ერთადერთი რაც გავიგე მხოლოდ ის იყო რომ მითხრა"შვილო ვწუხვარ".
ჩავიკეცე და ტირილი დავიწყე მოთქმით ვტიროდი და მხოლოდ იმას ვიძახდი რომ მის სანახავად შევეშვი მშობლებს. ყველა მხრიდან ტირილის ხმა ისმოდა იმდენ ხმაში ჩემი ხმა იკარგებოდა მე კი უსუსური პატარა ბავშვივით მჭირდებოდა მარია ბებო რომელიც სამწუხაროდ ვეღარასდროს დაბრუნდებოდა მაგრამ თავის მონატრებულ შვილებთან გააგრძელებდა ცხოვრებას.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი