მწვანეთვალება ბიჭი💚


ჩემთვის მშვიდად მივაბიჯებდი თბილისის წვიმიან ქუჩებში,რადგან წვიმის დროს ყველაზე მეტად მიყვარდა სიარული.
არვიცი რატომ მაგრამ მსიამოვნებდა.
საღამო იყო და ჩვეულებისამებრ მოწვიმულ ამინდში გავედი გარეთ.ხელში ყოველთვის მეჭირა წიგნი,ერთი განსაკუთრებული ადგილი მქონდა. იმ ადგილიდან მოჩანდა მთელი თბილისი.
იმ ადგილას ჩამოვჯდებოდი ხოლმე და წიგნს ვკითხულობდი.
ან ადამიანებს ვაკვირდებოდი მოშორებით..
ვხედავდი როგორ მირბოდნენ სახლში რომ წვიმას არ დაესველებინათ.
გაშლიდნენ ხოლმე ქოლგების და უკანმოუხედავად გარბოდნენ..
მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში არასდროს გამომიყენებია ქოლგა.
ვერც ვხვდებოდი რა საჭირო იყო.
ყოველ წვიმიან დღეს ასე ხდებოდა თითქოს.
ერთ საღამოსაც როდესაც სახლში ვბრუნდებოდი ერთი მწვანეთვალება ბიჭი შევნიშნე გზის მეორე მხარეს.
დამჯდარიყო და თითქოს ვიღაცას გულმოდგინედ ელოდა.
ცოტახანს დავაკვირდი შემდეგ კი სახლში წავედი.
მისვლის წამიდან გათენებამდე ვფიქრობდი იმ ბიჭზე..მისი მწვანე თვალები თვალებში ძალიან მხვდებოდა.
მეორე დღესაც ჩემდა საბედნიეროდ იწვიმა.
ავდექი გავემზადე და წავედი ჩემს ადგილას.
ის ბიჭი კი ისევ იქ იჯდა ისევ ვიღაცას ელოდა...
ვცდილობდი ყურადღება არ მიმექცია და თავს ვარიდებდი.
რამდენიმე თვის შემდეგ ეს ბიჭი ჩემთან მოვიდა გამიღიმა და მითხრა რომ მაკვირდება როგორი დამოკიდებულება მაქვს წვიმასთან და ხვდება რომ განსაკუთრებული ადამიანი ვარ ვისაც შეხვედრია.
მთელი ის დრო იმ ბიჭზე ვფიქრობდი და მინდოდა ჩემი თავისთვის დამეჯერებინა რომ არ მიყვარდებოდა.
იმ დროს 16წლის ვიყავი ჯერ კიდევ თინეიჯერი.
სიცოცხლით სავსე და ბედნიერი.
მის სიყვარულში 5წელი გავიდა.
მე ყოველთვის მივდიოდი ჩემს ადგილას და ახალი საფიქრალი მქონდა.
მასზე ვფიქრობდი სულ.
აღარც წიგნი მიმქონდა იქ..
როგორც იქნა ძალა მოვიკრიბე და მიმავალს ქუჩაში წამოვაძახე"5წელია მიყვარხარ"
დაბნეულმა გამომხედა და მითხრა რომ საოცრად გამომდიოდა გრძნობების დამალვა რადგან აქამდე ვერაფერი შენიშნა.
კიდევ ერთი წელი გავიდა და პასუხად მხოლოდ ერთი წლის შემდეგ მივიღე რომ მასაც ვუყვარვარ...
22წლის ვიყავი,მაშინაც ძალიან მიყვარდა...
ერთ საღამოს ძალიან წვიმდა იმდენად რომ გარეთ გასვლა სახიფათო იყო.არ დამირღვევია წესი და მაინც გავედი გარეთ.
ის ბიჭი კი რომელიც მე მიყვარდა პირველად წავიყვანე ექვსი წლის შემდეგ ჩემს საყვარელ ადგილას...
საკუთარ თავს მოვერიე და ვუთხარი რომ ეს ადგილი ერთადერთია სადაც ვპოულობ სიმშვიდეს.
ორი წელი ვიყავით ერთად.
ამ ორი წლის განმავლობაში ჩვენ ამ ადგილს ვამაგრებდით.იქ ერთი ხე იდგა და იმ ხის ძირას ძალიან ბევრს ვიცინოდით.
ალბათ იმ ხეს ეგონა რომ მთავარი რაც იყო ადამიანისთვის იყო ღიმილი.
კიდევ ერთი წლის შემდეგ ჩვენ ერთმანეთს გავეყარეთ.
ესეც ვაპატიე.
ვფიქრობდი რომ აღარ ვუყვარდი და ამის გამო ხომ ვერ ვუსაყვედურებდი.
მე ის სიშორეც ვაპატიე რომლისთვისაც ასე გამიმეტა.
მარტო მიწევდა იმ ადგილას ყოფნა და ალბათ ის ხეც ხვდებოდა რომ არამხოლოდ ღიმილი არამედ სევდაც დაჰქონდათ ადამიანებს.
მივდიოდი და საათობით ვქვითინებდი,გულის ამოვარდნამდე ვტიროდი მაგრამ მის გადასარჩენ სიტყვას ვერსად ვხედავდი.
ერთი ნისლიანი საღამო იყო,პირველი დღე იყო როდესაც არ წვიმდა და მე მაინც წავედი,და შევამჩნიე რომ ჩემს ადგილას ორი ადამიანი ზის.
დავაკვირდი და იმ ხის ძირას ის ბიჭი და ვიღაც უცხო გოგო ზის.
ამას ვერასდროს ვაპატიებდი..როგორ შეძლო ვინმესთვის გაემხილა ის რაც მე ასე მიყვარდა.
როგორ შეეძლო ასე მომქცეოდა.
იმ საღამოს მე მოვკვდი.
და საკუთარ თავს გავეყარე.
ამ ამბიდან ხუთი წელი გავიდა,მაგრამ მაინც არ იცოდა რომ ხუთი წლის წინ შევამჩნიე როგორ დამინგრია სიმშვიდე.
და მაინც მეორედ მომკლა.
ხუთი წლის შემდეგ იმ ბიჭმა მე რომ ასე ძალიან მიყვარდა ცოლი მოიყვანა.
და მესამედ და საბოლოოდ მომკლა მაშინ როდესაც მის შვილს ჩემი სახელი დაუძახა...
წლები გადიოდა,თმაში ჭაღარა  მეპარებოდა და სახეზე ნაოჭები მემჩნეოდა.
წლების შემდეგაც ძალიან მიყვარდა.მე მაინც ძალიან მიყვარდა.
70წლის ასაკში გულმა ვერ გაუძლო ამდენ ლოდინს და მოვკვდი.არვიცი მერამდენედ თუმცა მე მოვკვდი.გული აღარ ფეთქავდა,აი ის გული სადაც მის სიყვარულს სამუდამოდ ვინახავდი.
თექვსმეტი წლიდან სამოცდაათ წლამდე მსხვერპლად შევწირე მას თავი.
სხვანაირადაც ვცადე მაგრამ შეუძლებელი აღმოჩნდა.
არ ვიცი როგორ მიიღო იმ მწვანეთვალება ბიჭმა ჩემი სიკვდილი მაგრამ ვიცი რომ ჩემთან ერთად ის სიყვარულიც მოკვდა...✨

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი