კვლავ სიყვარული.
რამდენიმე თვე ვამზადებდი ჩემს თავს იმისთვის რომ მისი დანახვისას ემოციებისგან არ დავცემულიყავი. დღეს პირდაპირ ჩემს წინ აღმოჩნდა. ახლაც აქვეა ამწამსაც ვხედავ. ხელები მიკანკალებს და არც ვიცი ახლა რას ვწერ. რაუნდა? რატომ?ვიცოდი რომ მომიწევეა ოდესღაც ამის გამოცდა მაგრამ მზად არ ვყოფილვარ. როდესაც ის ჩემს წინ აღმოჩნდა არ ვიცოდი რაუნდა მექნა სად უნდა გავქცეულიყავი,მერჩივნა იქვე დამემთავრებინა სიცოცხლე ოღონდ მისი სახე არ დამენახა. ვიცოდი რომ მეტკინებოდა მაგრამ საკუთარ თავს ვამშვიდებდი. 5თვე მის გარეშე ძალიან რთული აღმოჩნდა. მძულდა საკუთარი თავი და მხოლოდ იმიტომ რომ ჩემთან აღარ იყო და გავუშვი. არ იყო იოლი ამ ფაქტს შევგუებოდი მაგრამ რეალობას ვერსად გავექცეოდი. როგორ ცდილობდა ყურადღება მიმექცია ნეტავ გცოდნოდათ. როგორ ამთხვევდა ერთმანეთის გზებს. ვამჩნევდი რომ ის არც ისე ბედნიერი იყო თუმცა ისიც ვიცოდი რატომ. ვიცი რომ ჩემი დანახვისას ყოველთვის შეერევა სევდა სახეზე თუმცა ამას ღიმილით გადაფარავს.ვიცი და ვამჩნევ რომ ის ღიმილი სრული სიყალბე იყო და იმ მომენტში ჩემთან ყოფნას ცდილობდა.მეც ასე ვიყავი მინდოდა შევხებიდი და მეთქვა რომ ეს თვეები და დღეები ისე გადიოდა რომ საუკუნედ მეჩვენებოდა. მინდოდა მივსულიყავი და მეთქვა რომ ვეძებდი სხვაში მისნაირს მაგრამ სამწუხაროდ ვერსად ვპოულობდი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი