სამყაროა გიჟი თუ ეს ჩვენ,ადამიანები?


ჩემᲗან სოფელში გადმოვიდა პატარა ბიჭი.
ჩემი ასაკის იქნება.
ყველა მას ეჩხუბება,ყველა დასცინის.
ეს იმიტომ ხდება რომ ფსიქოლოგიურად აქვს პრობლემები.
სიმართლე გითხრათ ფსიქიატრთანაც დაყავდათ და ფსიქოლოგთანაც მაგრამ მაინც ასეთია.
როგორი?
ცელქი,უკონტაქტო,მოუსვენარი.
არ ჰყავს მეგობრები და ხალხი ფიქრობს რომ მას ვერავინ გაუჩერდება.
მე ვფიქრობ რომ ის არც ისეთი ცუდია თუ მას მოუსმენ და გაუგებ.
მგონია რომ უბრალოდ კარგი მეგობარი სჭირდება თუნდაც ერთი იყოს და კარგი.
ან ახლაც კარგია უბრალოდ მისი არავის ესმის.რატომ მგონია რომ ის არაჩვეულებრივი ადამიანია რომელიც უბრალოდ შეცდომებს უშვებს და იმის მაგივრად რომ დაელაპარაკონ ეჩხუბებიან...
არა ის გიჟი არ არის და არც საგიჟეთში გამოკეტვა სჭირდება.
მას უბრალოდ სჭირდება კარგი მოსაუბრე და გამგებიანი ადამიანი რომელიც მასთან სალაპარაკო თემას გამონახავს.
ვაკვირდები როგორ დასცინიან,როგორ ეუხეშებიან და გული მწყდება.
მათ რა იციან რომ ადამიანებმა იმედი გადაუწურეს და ვინმე სჭირდება რომ დაეყრდნოს.
რა ვიცით ჩვენ როგორ წუხს,როგორ განიცდის იმას რომ მის გვერდით არავინაა ისეთი ვისთანაც საუბრით დაიღლება.
რა ვიცით ჩვენ რის გადატანა უწევს მაშინ როდესაც ჩვენ ვერ ვამჩნევთ.
ის არ არის გიჟი,ასე ბინძური სულის ადამიანები ფიქრობენ და რა სამწუხაროა რომ უმეტესობას დაბინძურებული სული აქვს.
რა დასანანია რომ ადამიანები მხოლოდ საკუᲗარ თავზე ფიქრობენ და საკუთარ ბედნიერებაზე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

2 კომენტარი
ნიკა კუკავაჯერ არშემდგარი მწერალი3 წლის წინ

Sauketeso❤️

ნინი ვარადაშვილიმომავალი ფსიქოლოგი 3 წლის წინ

ჩემიინიკა🌟

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი