საკუთარ თავზე მეტად ვერავინ გვავნებს!


სიგარეტის კოლოფს აწერია მოწევა კლავს,და ეს ყველამ კარგად ვიცით.თუმცა მას მაინც მოვიხმართ.
გარკვევით აწერია,მოწევა კლავს.
ჩვენ ვიცით რომ ის საზიანოა მაგრამ მაინც ძალიან ხშირად ვიღებთ მას.
ადამიანები ასეთები ვართ.
დავინახავთ რომ რაღაც აკრძალულია,რაღაც საზიანოა და მაინც და მაინც მისი გაკეთების ან მიღების სურვილი გვკლავს.
ადამიანმა თუ დაუშვა შეცდომა და ჩვენ ისე დავინახეთ თვალს ვხუჭავთ,ხოლო როცა ამ შეცდომის დაშვება ჩვევაში გადასდის მას,თანდათანობით უფრო ვეჯაჭვებით იმის მაგივრად რომ გაუშვათ იგი.
ასეა ასე,ვინმე გაიძულებს რომ გვერდით გყავდეს ისეთი ადამიანი რომელიც შენთვის ცუდია?
ვინმე გაუძულებს მოწიო სიგარეტი და ჯანმრთელობას არ მოუფრთხილდე?
ეს ჩვენ ვართ დაუდევრები.
ვიცით რომ ცუდია მაგრამ მაინც ვრისკავთ.ხოლო მიღებული შედეგებით გულნატკენები ვრჩებით.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი