მე ვიცი რომ არ ვარ კარგი.


მას შემდეგ რაც ყველაფერი გავაფუჭე და ყველა ადამიანს გული ვატკინე, ვზივარ უიმედო,დაზარალებული,და საშინლად მარტოსული და ველოდები მარტოობაში მყოფს როდის წამლეკავს სიკვდილი.
ჰო აი ასე,ველოდები როდის დასრულდება ეს უაზრო ქმედებები.
ყველაფერი რაც ჩემს გარშემო ხდება ჩემგამ მოდის,მე ვიწვევ ყოველივეს.
არადა მე პირიქით ვცდილობ,ვცდილობ ყველაფერი კარგად იყოს და ამ დროს ყველაფერი ცუდად ხდება.
რა გჭირს ნინუ?
რატომ იქცევი ასე?
შენ ხომ სასწაულად აკონტროლებდი თავს რა დაგემართა?
ნინუ დაიღალაა...
კარგს,ცუდს,დიდსა თუ პატარა ტკივილს მარტო ათრევდა მხრებით და ვერავინ ამჩნევდა.
ნინუმ კონტროლი დაკარგა და საშინელი არსება გახდა.
მას სულ არ უნდოდა ყოფილიყო ცუდი მაგრამ ყოველთვის ცდილობდა რომ ამ მდგომარეობიდან დაეღწია თავი.
ჩემო ნინუ როგორ ფიქრობ რატომ ექცევი ადამიანებს ასე?
-არა ადამიანები მექცევიან ასე.
მე შინაგანად გული მისკდება ნი,ვკვდები და სიმარტოვეში ვიძირები იმის მიუხედავად რომ მარტო არ ვარ,იცი ეს რას ნიშნავს?
ის ქაოსი რაც ჩემს გარშემოა მხოლოდ მე მესმის და ჩემს ბნელ მხარეს ვერ ამჩნევენ.
ან არუნდათ რომ შეამჩნიონ რადგან ყველას მხოლოდ მომღიმარი ნინუ ურჩევია.
აბა მითხარი როდისმე გინახავს ნინუ ქუჩაში მოწყენილი?
-არა და ძალიანაც მიკვირს.
-აი ეს არის სწორედ,ვერავინ ვერასდროს დაინახავს იმას რაც მე ძალიან მტკივა და სწორედ ეს მკლავს.
ვისმენ თუ როგორ სტკივათ,განიცდიან,მე უბრალოდ გულით ვუსმენ და ვეფერები მათ.მაგრამ ბოლოს თითქოს ესეც აღარ შეუძლია ჩემს თავს.
მე კი არ ვცხოვრობ უბრალოდ ვცოცხლობ და ესეც იმიტომ რომ სხვები უფრო მეტად არ დავაზარალო.✨
ეჰ ჩემო საყვარელო ნი,როგორ მინდა ჩემი ვინმეს მაინც ესმოდეს.
გარშემო იმდენი ყალბი სიტყვა მესმის,მე მესმის შენი,
შენთან ვარ,
მე შენთვის ყველაფერს გავაკეთებ.
ამდენი ხანია სიმშვიდეს ვეძებ და ერთ ისეთ ადამიანს რომელსაც შეუძლია ჩემი გაგება. იმის მიუხედავად რომ აუტანელი ვარ.
თითქოს ასეთი ადამიანი ჩემთან იყო და ისიც გავუშვი.
რა გავაკეთო?
რა მოვიმოქმედო?
ვზივარ დარცხვენილი და ვცდილობ ღრმა ძილით დავიძინო....✨

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი