ერთი და იგივე,ერთი და იგივე


შემოვედი ჩემს ოთახში,ჩავაქრე სინათლე,დავწექი და მუსიკებთან ერთად რიტმულად ავაყოლე ხელები ტელეფონს.კი შენზე დავიწყე წერა...ვიცოდი რომ ერთ დროს ასე მოულოდნელად დაგკარგავდი.და იცი რატომ?
მარადიული არაფერია.
თავად სიცოცხლეც კი არ არის მარადიული...🥀
ადამიანები მიდიან და ადამიანები მოდიან...
თუმცა ტოვებენ გულში ჭრილობას რომელიც ძალიან რთულად ხორცდება და შემდეგ დიდი შრამი რჩება.
ერთ დღესაც დადგება დღე როდესაც სულ ერთი გახდება ჩემთვის ადამიანების დაკარგვა.კი ალბათ მაშინ ვიქნები კარგი რომ ადამიანების დაკარგვას მარტივად შევეგუები.
ახლა ალბათ ხვდები რომ ამასაც შენზე ვწერ ხომ?ალბათ იაზრებ რამხელა დარტყმა მომაყენე...
არაფერია,შენ იყავი კარგად და მეც მეშველება...🥀
ყველა შენს სიტყვას დაკვირვებით ვიმახსოვრებ,ყველა შენს ნათქვამ "მიყვარხარ"-ს ვაკვირდები და რატომღაც გულიდან წამოსულს ჰგავს.
შენ კი მითხარი რომ არასდროს გყვარებივარ,რომ ყველაფერი ტყუილი იყო, მაგრამ შეუძლებელია...🥀
ჩემი თავი მეცოდება სხვა კი არაფერი.ხან იმაზეც კი მიოცნებია რომ სამყაროში მხოლოდ მე ვიყო და არავინ სხვა.მაგრამ შემდეგ ვუფიქრდები და სამყარო ადამიანების გარეშე მოსაწყენიც კი იქნებოდა.
რა ამაზრზენები ვართ არა ადამიანები?
ყველაფერს მარტივად ვეგუებით...✨
დავუშვათ მე დაგივიწყე და ჩემი ცხოვრება უკეთესი გავხადე.
მერე?რაგეშველება შენ?
ხომ ვიცი რომ გაგიჭირდება უჩემოდ...🥀
ამ სიყვარულსაც გადაუვიდა ფერები...ისევ ისეთი შავ-თეთრი გახდა როგორც თავდაპირველად სანამ გაგიცნობდი.
გახსოვს რომ მითხარი ჩემთვის მნიშვნელოვან რესურსს წარმოადგენ რაც იმას ნიშნავს რომ მარადიულად მიყვარხარო?
მომატყუე?არა მჯერა რომ არ მომატყუე...
ერთ რამეს კი ნამდვილად მივხვდი,მე მხატვარი ვარ ჩემი ცხოვრების რომელიც ცდილობს ნახატი ისე დახატოს რომ არ დაისვაროს...🥀
ჩემი მგრძნობელობის ბრალია,ჩემი ბრალია ასე რომ ვიტანჯები...
იქნებ საერთოდ არ იმსახურებ ამხელა ტრაგედიის შექმნას და უბრალოდ დროა სხვა კუთხით შევხედო ამ სიყვარულს?
იქნებ უბრალოდ უნდა გადავთელო და გადავაბიჯო რომ ყველაფერი უკეთესად იყოს...🥀

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი