ადამიანები როგორც ამინდი.


დილით როგორი კარგი ამინდი იყო,მზიანი და თბილი.
ახლა ღამეა,ქარი ქრის,საშინლად ცივა და ქარს კონტროლი უჭირს იმდენად სწრაფია...
როგორ ემთხვევა ადამიანის მდგომარეობებს არა?
დილით ვიცინით დაუღალავად ვითომ არაფედი მომხდარა,ვითომ ყველაფერი სულ ერთია მაგრამ ღამე,აი ღამე ხდება დიდი უბედურება.ერთ ღამეში გამოივლის ადამიანი სიკვდილს.
ვწვებით დაა საგიჟეთია ჩვენს გონებაში,რამდენსაც დილით ვიცინით ორ იმდენს ღამე ცრემლს ვღვრით...
ხომ ვამბობ არა?გაზაფხული ძალიან გგავს...
შენსავით არეულია.
ერთი შეხედვით მშვიდია მაგრამ ღამე სულ სხვა ხდება.
ვერ ვიძინებ,ხომ შეიძლება ასე უბრალოდ გადავდო ტელეფონი დავდო თავი და მშვიდად დავიძინო?
რატომ არ შემიძლია?
სუსტი ვარ?
არა მე სუსტი არ ვარ უბრალოდ ნაწყენი ვარ შენი ჩადენილი დანაშაულით.
მე არ შემეძლო გამეშვი მაგრამ შენ ისიც არ იცი დღეს მე ვინ ვარ.სუსტი არ ვარ მყარად დგომა შემიძლია...
დენი ჩაქრა,მეკი ისევ ნაზად ჩამესმის შენი ხმა,ნაზად მეხება წარმოსახვით შენი თითები...
არ წვიმს,იმიტომ რომ აღარ ვტირი...სასწაული დამთხვევებია ჩემსა და გაზაფხულის ამინდებს შორის.
თითქოს ძილი მომერია,აი თითქოს ძილს ვაპირებ და ტელეფონზე ჩამეძინება მაგრამ ასეც ვერ ვახერხებ,ასეც ვერ ვიძინებ.
ქარი ძალიან ხმაურობს,
მეშინია...
ასეთ დროს ხომ შენ მამხნევებდი?ახლა მარტო ვარ და ძალიან მეშინია...🥀
ქარი აღარ არწევს ნაზად ხეებს ამჯერად ძლიერად ექაჩება თითქოს მოტეხვას ცოტა აკლია,აშკარად დიდიაქვს ტკივილი,აშკარად ძალიან სჭირდება დახმარება.
აი ერთი განსხვავებაა ვიპოვე,მე არ ვყვირი ამ წამს,არც დახმარებას ვითხოვ,ვზივარ,ჩუმად ვარ და 
არ მჭირდები მაგრამ არც შენი დავიწყება შემიძლია...📝

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი