მე და წვიმა...💦
წვიმს...💦 მე ყველაზე მეტად წვიმა მიყვარს და ამ დროს ძილი არ შემიძლია. როგორ შეიძლება დავიძინო მაშინ როდესაც წვიმს და იმდენად ძლიერია წვიმა რომ მიწაზე დაცემის დროს მისი ხმა მესმის. ვერ ვიძინებ და წვიმაც უფრო უმატებს. ვწევარ, ვიღიმი და ბედნიერი სახით შენს ესემესებს დავყურებ. ქარია, მეკი მიყვარს ქარი მაგრამ არა ჭექა-ქუხილი. მე მეშინია რომ დაიჭექებს და ცა გაიხსნება. მეშინია რადგან ამ დროს ვუკავშირებ შენი დაკარგვის შიშს. მიყვარს წვიმა...🌧️ წვიმის დროს მიყვარს წერა უსასრულოდ. გაწვიმდა ძლიერ და საფიქრალი შენ დამრჩი ამ დროს. ნეტავ ახლა როგორ ხარ?✨ დენიც არ არის და ეს დიდ პრობლემას არ წარმოადგენს. მხოლოდ იმაზე ვწუხვარ რომ ვერ გწერ... ვწუხვარ რომ ამ ღამეს ბევრ უაზრო და მომაბეზრებელ წერილებს ვერ გიგზავნი უდენობის გამო. ყოველთცის ვიცი რომ ყოველ დილით ჩემზე ფიქრობ და იმედიᲗ ვიძინებ,ვიცი რომ რაიმეს კეთებისასაც ჩემზე ფიქრობ და მთელი დღე მშვიდად და წყნარად ვარ. ვიცი რომ დაძინებისას მე გამიფიქრებ ხოლმე და ამიტომაც მძინაცს იმედიანად. შემიყვარდი...🌪️ აბა რა ვქნათ? სიყვარული ხომ ყველაზე უხილავი რამ არის და შენ ვერ აკონტროლებ მას. ხშირად გვითქვამს რომ ასე ძალიან არ იმსახურებ სიყვარულის მეკი ვზივარ ან ვწევარ და მეცინება. რატომ არ უნდა უყვარდეს ადამიანს ადამიანი მთელი გულით? იმიტომ რომ ის ცუდია? ყველა ადამიანშია კარგი და ცუდი მხარე და მთავარია მიიღო ადამიანი ამ ორივე მდგომარეობით. იცი როდის უყვარᲗ ადამიანებს ერთმანეთი ნამდვილად? როდესაც იცის რომ მასთან ყოფნამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას და მაინც მასთან არჩევს მთელი ცხოვრების გატარებას. ან მაშინ როდესაც იცის რომ მას ძალიან ბევრი ცუდი თვისება აქვს და ბევრი დანაშაული ჩაუდენია მაგრამ მაინც ფიქრობს რომ ის იდეალურია...🐾 მიყვარხარ ყველანაირი ვალდებულების გარეშე. აი ხედავ?ამ დროს ამ წვიმაში მომინდა დამეწერა და ძილზე არც მიფიქრია. მინდა შენზე ფიქრის საათები წერით ჩავანაცვლო მაგრამ წერის დროსაც შენზე მეფიქრება. ა რ მ ე ძ ი ნ ე ბ ა...✨ შენ რომ ახლა ჩემს გვერდით იყო და მეხუტებოდე,მკოცნიდე და ჩემთან ერთად დაიძინებდე მაშინ მე ვიქნებოდი ყველაზე ბედნიერი. ვიცი ეს დღეებიც მალე დადგება თუ ორივე ცოტას მოვითმენთ.💖 მინდა ახლა ასე მოულოდნელად მოხვიდე ჩემთან და წვიმაში გამიყვანო. მინდა ვიგრძნო წამიერად რომ მე და შენ ვართ ჩვენს სამყაროში და გარე სამყარო დიდიხანია ჯანდაბაში გავუშვით.🪐 ვწევარ და ტექსტი თავისით იწერება,ნუთუ ასე უსასრულოდ შემიძლია შენზე საუბარი...✨ მიყვარხარ...🥀
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი