დრო მიდის და ჩვენც ვიცვლებით.
ზოგადად ბოლო დროს ჩემთვის ყველაფერი სულ ერთია,არ მადარდებს რას ფიქრობს ხალხი ჩემზე,არ მადარდებს საჭმელს შევჭამ თუ არა დღის განმავლობაში(მიუხედავად იმის რომ ჭამით ყველაზე დიდ სიამოვნებას ვიღებ) არ ადარდებს სად წავალ და როგორ გაივლის ზაფხული... რატომღაც არც ის მარარდებს როგორ ჩაიარა ჩემმა დღემ. ასე უსაქმურად,უმოქმედოთ, უემოციოთ ვიწყებ და ვამთავრებ დღეს. ადრე ისე ვიყავი თუ რაიმე მწყინდა,თუ რაიმეს ვგრძნობდი და მიხაროდა, სახეზე მემჩნეოდა ემოციებს ვერ ვმალავდი. ახლა უცნაური ვარ,თითქოს ყველაფერი მძულს... თითქოს ეს სამყარო მებრძვის... კარგად ვარ ახლა არაფერი მიჭირს მაგრამ არის დღეები რომლებიც ისე გადის რომ ვერ ვხვდები რატომ დაიწყო ან საერთოდ რატომ მთავრდება. ვუყურებ ვარსკვლავებით მოჭედილ ცას და ვხვდები რომ არაფერი მჭირდება ამ ცხოვრებაში გარდა სიყვარულისა... რატომ მაინც და მაინც სიყვარული? იქნებ იმიტომ რომ ერთადერთი რაც ჩვენ გვაკლია სიყვარულია და სწორედ ეს გვჭირდება საარსებოდ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი