ნაიარევი ყოველთვის დიდ შრამს ტოვებს.


ოდესმე საყვარელი ადამიანის დაკარგვით მოყენებული ნაიარევი თუ დაგტყობიათ?
ნებისმიერ დეტალს თუ დაუზიანებია თქვენი გული?
მე ვფიქრობ ყველა ადამიანის ცხოვრებაშია ასეთი მომენტი...
მეც მიმიღია დარტყმა და არამხოლოდ დარტყმა ეს იყო ჯოჯოხეთი,წარმოიდგინეთ ცოცხლობთ მაგრამ მაინც ჯოჯოხეთში ხართ...
მე ველოდებოდი და ვიცოდი რომ აღარაფერი იქნებოდა ისე როგორც თავდაპირველად.
ვიცოდი რომ გამოჩნდებოდა მაგრამ ჩემთან კი არ მოვიდოდა არამედ მოგონებებს დამიტოვებდა და ისევ წავიდოდა...
რას ვაკეთებდი მე ამ დროს?იმის მაგივრად რომ ცხოვრება უკეთ შემესწავლა ვიჯექი და უსასრულოდ ველოდებოდი...
ვიცოდი რომ შეიძლებოდა ერთ დროს სხვისთვისაც ისე შეეხედა როგორც უწინ ჩემთვის...
სხვასაც ისე შეხებოდა როგორც მე...
სწორედ ეს მკლავდა რადგან ძალიან ხშირად ვფიქრობდი ამაზე.
მეშინოდა მისი დაკარგვა რადგან ჩემთვის ის იყო მთელი სამყარო,ვფიქრობდი მის გარდა მე არ მჭირდებოდა არავინ.
მინდოდა მიმეწერა და მეთქვა რომ მჭირდებოდა რომ მის გარეშე ჩემი ცხოვრება ჯანდაბაში მიდიოდა...
მაგრამ მე შემეშინდა.შემეშინდა რადგან არ ვიცოდი რა იქნებოდა მისი პასუხი და უფრო მეტად შემეშინოდა იმის რომ ისევ დაბრუნდებოდა და ზუსტად ვიცოდი მის გაშვებას ვეღარ გადავიტანდი საკუთარ თავსაც ვერასდროს ვაპატიებდი.
არვიცი ეს რა გრძნობა იყო თითქოს უფსკრულისკენ მივექანებოდი...
და თქვენ თუ გყვარებიათ ადამიანი რომლის დაკარგვითაც მთელი ცხოვრება დაგიმახინჯებიათ?
აი მე მაგალითად მყვარებია...
ის უფრო მეტს ითხოვდა ჩემგან ვიდრე შემეძლო. მაქსიმალურად ვცდილობდი ვყოფილიყავი ის ვინც მას სურდა რომ ყვარებოდა.
ძალიან მინდოდა ეს სიყვარული შემდგარიყო და ამის გამო ძალიან ბევრი ბრძოლის გადატანა მიწევდაა...
ჩვენი ჩხუბი დიდ ომს ჰგავდა,მიუხედავად იმისა რომ დიდხანს არ გრძელდებოდა.
ყოველ ჯერზე როდესაც ვჩხუბობდით მეშინოდა რომ დავკარგავდი და სამყარო განადგურდებოდა, დაცარიელდებოდა და დავრჩებოდი მარტო.(ჩვენ ორის სამყარო)
რატომ არის ჩემთვის ასეთი მნიშვნელოვანი ეს გრძნობა იცით?
ასე ჯერ არავინ მყვარებია და ვეჭვობ ზუსტად ასე შევძლო სხვისი შეყვარება.
ამასობაში დრო ისე გარბოდა ვერც კი ვამჩნევდი,მეგონა ძალიან ნელა გადიოდა მაგრამ აღმოჩნდა რომ დრო იმდენად სწრაფად გადიოდა ვერაფერს ვაკეთებდი გარდა შენზე ფიქრის...
გვერდით გადავდე მეგობრები,ოჯახი,საყვარელი ადამიანები და ჩემს მდგომარეობას შენგან მოყენებული ტკივილებით ვავსებდი.
არ მინდოდა მაგრამ საბოლოოდ ასე გამომდიოდა.
აგრესიას ვიწვევდი ადამიანებში ზიზღს,სიძულვილს...
ვერ ვიტანდი ყველა იმ ადამიანს რომელიც შეიძლებოდა შეგხებოდა,დაგლაპარაკებოდა...
ვერ ვიტანდი შეყვარებულ წყვილებს მოკაშკაშე თვალებით,ვერ ვიტანდი ბედნიერ ადამიანებს...
ვხვდებოდი რომ ეს იყო დასასრული რომელსაც დასაწყისი აღარასდროს ექნებოდა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი