მე როგორც დედა.
როგორი დედა ვიქნები? საინტერესოა,როგორი დედა შეიძლება ვიყო. სიმართლე გითხრათ ამაზე აქამდე არასდროს მიფიქრია. არ ვიცი როგორი დედა ვიქნები მაგრამ გულით მინდა რომ ჩემი შვილი მე არ დამემსგავსოს. არ მინდა ჩემთან საუბარს აარიდოს თავი მხოლოდ იმიტომ რომ იფიქრებს ვერ გავუგებ ან თუნდაც ვეჩხუბები... რეალურად ეს ასე არ არის და იცით რატომ? მე ძალიან კარგად და ძალიან მძიმედ მახსოვს ის დღეები როდესაც მინდოდა დედაჩემთან ყველაფერზე გულიანად მელაპარაკა ისე რომ ეს საუბარი გულწრფელი ყოფილიყო. არ გამომდიოდა სულ მეუფლებოდა იმის შიში რომ არაფერი გამოვიდოდა ვერ გამიგებდა. როგორ შეიძლება ჩემს შვილს ჩემთან ტირილის შერცხვეს და მითხრას რომ კარგად არის,როდესაც ვიცი და თავადაც გამომივლია მსგავსი ბნელი და საშინელი დღეები..არ მინდა მომატყუოს რომ ყველაფერი კარგადარის უბრალოდ თვალში რაღაც ჩაუვარდა. არ მინდა რომ ჩემზე მეტად თავის "მეგობრებს ესაუბროს დაუღალავად". რავქნა ეგოისტი ვარ ახლაც და შემდეგშიც ასეთი დავრჩები... კარგი დედა ვიქნები? მართლა არ ვიცი მაგრამ ის ვიცი რომ შვილის სახეზე დანახულ ცრემლს დედა-შვილური საუბრები მოყვება. არც შეცდომებზე ვუსაყვედურებ და არც პრობლემებში გახვევას. ავუხსნი და კარგ გზაზე დავაყენებ... ჩემი შვილი მარტო არ იქნება რადგან მე ვიცი რაც მოყვება სიმარტოვეში გატარებულ გარდატეხის ასაკს. მე ვიცი რა რთულია ითხოვდე დახმარებას და დახმარების ნაცვლად გსაყვედურობდნენ,გეჩხუბებოდნენ,გიყვიროდნენა და ერთიდაიგივე სიტყვებს გინერგავდნენ... ის ყურადღება რაც მე მაკლდა და დღესაც მაკლია ჩემს შვილს არასდროს განვაცდევინებ...ა მე არვიცი როგორი დედა ვიქნები მაგრამ ვიცი რომ სიმარტოვეში მყოფს ის გადაწურული იმედი ვიქნები რომელსაც არც კი ელოდა... მე არ მინდა ჩემი შვილი ჩემთან უცხი იყოს დაა სიმართლის თქმას გაერიდოს... არც მეგობრებთან დარჩენას დავუშლი და რაც ყველაზე მთავარია მეც ვისწავლი ჩემი შვილისგან როგორი უნდა იყოს იდეალური დედა. ჩვენ ვიქნებოდით ძალიან კარგი მეგობრები თუმცა არ ვიცი ეს საკმარისია თუ არა იყო იდეალური ჩემი შვილისთვის.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი