ნიღაბი...


"ნიღაბი"
მე მყავდა ძალიან ბევრი მეგობარი.ისინი ყოველთვის გვერდით მედგნენ როდესაც მე მიჭირდა.ისინი ჩემს გვერდით თავს ბედნიერად გრძნობდნენ და იგივეს ვგრძნობდი მეც.
ერთმანეთის გარეშე არც ერთი დღე არ გადიოდა.ვქმნიდით ისტორიებსს, მოგონებებსს.
ჩვენ ერთად ვიყავით დიდხანს.რა მოხდება თუ ვიტყვი რომ ამ უნიკალური ადამიანებით ჩვენ ზოგჯელ იმედ გაცრუებულნიც ვრჩებით?გსმენიათ რამე ადამიანის ნიღბის შესახებ?
რამდენადაც უცნაურად უნდა ჟღერდეს ყველა ადამიანი ვატარებთ ჩვენს ნიღაბს.უბრალოდ ზოგი ამას ბოროტად იყენებს.
    ჩემი მეგობრებიც ნიღბით იყვნენ, თუმცა მე წარმოდგენაც კი არ მქონდა როგორები არიან ადამიანები ნიღბის შიგნიდან.
და მე მათ უბრალოდ ნიღბის გარეთ ვიცნობდი
   ნიღაბი იგივე ორპირი ადამიანია რომელსაც არ გააჩნია საკუთარი თავის მართვა.ასეა ყოველთვის ადამიანზე ააშენებ იმედებს და ბოლოს ერთიანად გენგრევა თავზე.
თავიდანვე ასე იყო.უბრალოდ ადამიანებს არასდროს შეუძლიათ აღიარონ რომ ნიღბის გარეშე უკეთესები არიან.იმდენად შეეგუვნენ ამ ორპირობას,ამ ნიღბით სიარულს რომ აღარ ფიქრობენ დროსთან ერთად შეცვლას.რადგან სწორედ ამაში ხედავენ იდეალურობას.
გვგონია ადამიანებს კარგად ვიცნობთ და გვიხარია რომ ვიპოვნეთ ადამიანი რომელიც აიი ამჯერად მაინც არ გვიღალატებს. თუმცა,დრო რომ გადის ხვდები რომ მასაც ნიღაბი უკეთია.
     როდესაც წარმატებას გისურვებენ და შენ მას მიაღწევ იცოდე რომ მაშინვე გაიკეთებენ ნიღაბს და დაინახავ რეალურად მათ ყალბ სიხარულს.
უბრალოდ იცოდე რომ იდეალურს არავინ გაგხდის რადგან ადამიანები შენიღბულები არიან და არავინ ვიცით თუ რადროს რას მოიმოქმედებენ.
    ყველაზე დიდი ნიღაბი კი იმას უკეთია ვინც შენს შესახებ ყველაფერი იცის.და უბრალოდ კარგად იცის რა ადგილას უნდა დაგარტყას.
და ნიღბიანი ადამიანების დანახვა კი მხოლოდ დროს შეუძლია...დრო გადის და ხვდები რომ შენს ცხოვრებაში ადამიანები ცოტავდებიან.
მე ვფიქრობ ეს კარგიც არის,რადგან ყალბი ადამიანი სანამ შენს გვერდით არის მანამ ვერასდროს შეძლებ წინ წასვლას.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი