მე რომ წავალ...
მე რომ მოვკვდები მიზეზი არც გაბედოთ და არც ერთმა არ იკითხოთ. მშვენივრად იცით ყველამ რამჭირს. არ გაბედოთ და არ თქვათ რომ თქვენზე არასდროს არ მიფიქრია. მე რომ წავალ ვიცი მოგენატრებით მაგრამ სხვა გზას ვერ ვხედავ სიმშვიდისთვის... მიზეზი?მიზეზი ისარის რომ ღალატმა დამღალა ტყუილმა სახეებმა დამღალა. თითქოს ჩემი იმდენად ესმით რომ ჩემს გრძნობებს და ფიქრებს ეხებიან. მონატრებამ დამღალა. ყოველთვის მენატრება ვიღაც,ყოველ ჯერზე მონატრება მკლავს... მარტოობამ დამღალა,სიმშვიდეს ვეძებ და მაინც ხმაურია... რამდენჯერ მიოცნებია გაეგოთ ჩემთვის,რამდენჯერ მიფიქრია მათ რა დაემართებოდათ როდესაც ჩემს სახეს გაყინულს დაინახავდნენ... თითქოს ყველა ჩემთან არის და ამდროს ყველაზე მარტო ვარ. მეგობრების პრობლემები ცალკე მიხრავენ კოდალასავით გულს და ჩემი პრობლემები ცალკე. ყოველთვის ვიღიმი და ბედნიერი სახით ვეგებები ახალ დღეს... სად ხარ ღმერთო როცა ასე მჭირდებიი. ვიცი ცუდი ვარ მაგრამ მეც მჭირდები. მწარე რეალობას გავუსწორე თვალი.ფაქტია არ მესმის ადამიანების. უკიდურესად ვარ. არავინ მჭირდება გვერდით და თან ამავე დროს ყველა მინდა ჩემს გვერდით იყოს. მე რომ წავალ წასვლის მიზეზი დაასახელეთ.თქვით რომ არ გესმოდათ ჩემი მაშინ როდესაც დახმარებას ვითხოვდი და თქვენ ვერც ხვდებოდით. თქვით რომ დაკარგული ადამიანების მონატრება მჭამდა... თქვით რომ კარგი დედის ცუდი შვილი ვიყავი. მე რომ წავალ თქვით რომ ყველა ძალიან მიყვარდა თავი ასწიეთ და სიამაყით თქვით რომ მიცნობდით...❤️
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი