...
და რახდება?ინტერესი დაკარგე? -არაუშავს მესმის. მე მართლა მესმის იმის რომმ ყველაფერსს ვაკეთებდი რადგან ბედნიერები ვყოფილიყავით,ყველაფერს ვაკეთებდი რომ შენთვის საკმარისი ვყოფილიყავი და მაინც ვერ ვიყავი. მე მართლა ძალიან კარგად მესმის რას ნიშნავს როდესაც ადამიანი გბეზრდება,ინტერესს კარგავ და უფრო მეტიც შენი ცხოვრებიდან აქრობ ისე რომ თითქოს არცკი არსებობდა. სამწუხაროა ეს და სასაცილოც კი სატირალი რომ არ ყოფილიყო. გახსოვს რამდენ ჩანაწერში მითქვამს ბოლოა რასაც შენზე ვწერთქო? -მოგატყუე... უფრო მეტიც,საკუთარი თავი მოვატყუე. არეული ვარ და ეს არეულობა უფრო მეტად მკლავს. ვერ გამიგია უნდა მიყვარდე თუ უნდა მძულდე. ამბობენ,მოგბეზრდება ერთხელაცო და კი არ იციან სულელებმა რომ უკვე მომბეზრდი შენც და ჩემდა სამწუხაროდ ჩემი მიამიტობაც. რატომ მიყვარხარ ყველაფრის მიუხედავად? რატომ მსჯის ასე ღმერთი? -ღვთის გულისთვის,მასწავლე როგორ შეძელი და როგორ გამაქრე შენი ცხოვრებიდან,როგორ შემოუშვი ჩვენს სამყაროში სხვა... რას ვაშავებ? რას ვაშავებ იმის მეტს რომ ზოგჯელ უსაშველოდ მენატრები და ეს მონატრებაც აკრძალული მაქვს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი