ადამიანობა


შემოდგომიდან ნელნელა ზამთრის სუსხიან პერიოდში გადავდივართ...
აი ხომ გინახავთ ჯერ რომ ძალიან თბილა და უცებ გაიყინება ხოლმე ყველაფერი...
ზამთარი დაიწყო და გარშემო ყველაფერი შეაცია.

ნუ შეგეშინდებათ ჩვენ სიცივეს ამ პერიოდში ვეჩვევით მაგრამ ქუჩაში დატოვებულ ოთხ ფეხა მეგობრებს ყოველ სეზონზე სცივათ...
ზოგს გული ეყინება ჩვენნაირ სადისტ ადამიანებს რომ ხედავს,ზოგჯერ კი უსახლკარობის გამო ქუჩაში გათენებით და შიმშილით...
აი ეს ვართ ადამიანები.
ჩვენ არ გვემეტება თითო ლუკმა მათთვის და როგორ შეიძლება ცხოვრებაზე დავიწუწუნოთ ამის შემდეგ.
რამდენსაც გავცემთ ორ იმდენს ვიღებთ მაგრამ თუ ვერ ვიღებთ ანუ სათანადოთ ვერ გავცემთ...

ზამთარი დაიწყო,ის პერიოდია ყველა რომ უნდა მოკალათებული იყოს ღუმეთლთან და 50%რომ ამ სასტიკ სიცივეში ქუჩაში იძინებს...
დაინახავთ რომ შია და ხელში საჭმელი გიჭირავთ,გვერდს გაუვლით და ვითომ ვერც დაგინახავთ ირონიულ ღიმილს მიაგდებთ და წახვალთ.
ეს არის თქვენი ადამიანობა.

ზოგჯელ მრცხვენია რომ ადამიანთ დავიბადე,მიფიქრია ნუთუ ძაღლი ან რომელიმე ცხოველი რომ ვყოფილიყავი მეც თუ ასეთი სასტიკი ვიქნებოდი...
მეცინება და ვიხსენებ რომ ძაღლები ადამიანებივით უმიზეზოთ თავს არავის ესხმიან...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი