შეხება
_შეხება_ ადამიანის შეხებას ჩვენს ბედნიერების ჰორმონთან ძალიან დიდი კავშირი აქვს. -რატომ? -იმიტომ რომ შეხება იმაზე მეტ გრძნობას იწვევს ჩვენში ვიდრე ოდესმე შეიძლება წარმოვიდგინოთ. და მაინც რა სჯობს მონატრებული ადამიანის შეხება რომ სიკვდილამდე გვჭირდება მაგრამ რთულია და ბოლოს მაინც ეხები. აბა მითხარით რას გრძობთ ამ დროს? -მუცელში პეპლები დაფრინავენ? -დიახ... -სიხარულის ცრემლები ყელში გებრჯინებათ? -დიახ... -პანიკურად იწყებთ სიცილს? -დიახ... აი ეს არის ადამიანის შეხების ადრენალინი. როდესაც პეპლები ერთიანად თავბრუს გახვევენ და იმდენად გსიამოვნებს რომ გინდა მარადიულად გაგრძელდეს... "უბედურია ის ადამიანი ვინც ეს გრძნობა თუნდაც ერთხელ ვერ განიცადა..." Ჩახუტება,ხელის ჩაჭიდება... ეს ისეთი ამაღელვებელია რომ თითქოს მთლიანი ტანი გიბუჟდება და მთლიანად დუნდები... ყველას გისურვებთ ისეთი ადამიანის პოვნას რომელიც თქვენში სრულიად შემთხვევით გამოიწვევს ამ გრძნობას.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
1 კომენტარი
იკარგები ხოლმე, ფიზიკურადაც მაგრამ უფრო შენს სამყაროში... შენს წერილებში იძირები და იკარგები...