ეგოისტი ვარ...


არ მაშინებსნ
ლურჯ-წითელი
ელვების ხილვა.
სისხლით მოველ
და
უსისხლოდ წავალ.
მე გადავისხი
პლაცენტიდან
დედ-მამის სისხლი,
ისე დავცალე
სამუდამოდ, რომ
ამოვცალე.
ეგოისტი ვარ,
კაენი ვარ გაუაზრებლად,
მესამე ვიყავ
და მეოთხეს აღარ
ვაცადე.
სულ გამოვცალე,
ამოვშრიტე, 
როგორც წურბელა,
დედმამისშვილის
სამყოფელი თავკომბალები.
და ახლა, ალბათ,
ამ ცოდვასაც, ღმერთებს ავკიდებ...
თავს გავიმართლებ
უგუნური, შეუმეცრებით.
ეგოისტი ვარ...
არ მაშინებს
ლურჯ-წითელი
ცაზე ელვები,
ეგოისტი ვარ...
სისხლით მოველ
და
უსისხლოდ წავალ...

31.10.2020წ.
ნინო როსტიაშვილი 
neru

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი