ჭირი და ლხინი ძმები არიან
"ჭირი და ლხინი ძმები არიან" ვიხილე... დღეს ვიხილე, მოქვითინე ქალი ქვაზე, სატრფო, როგორ მიაცილა ბოლო გზაზე. ერთი მხრიდან მიმავალი შავოსანი და შემხვდური მომავალი მაყრიონი. ვნახე როგორ შედგა ქალი შავოსანი და დალოცა პირჯვრის სახვით მაყრიონი. როგორ შედგა მყისვე მეფე-დედოფალი, მდუმარებით, გამოხატეს სამძიმარი. სანამ ქვეყნად იარსებებს მიტევება, სანამ ქვეყნად იარსებებს აღსარება, სანამ ქვეყნად იარსებებს ზიარება, კაცი კაცით იქნება და იარება! 24.06.2008წელი ნინო როსტიაშვილი NERU
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი