ვიხდი ტკივილებს...


ვიხდი ტკივილებს...

მოვედი, ღმერთო,
ისევ მოვედი.
და ისევ ისე
იმ სკამზე ვზივარ,
ტაძრის ეზოში
უცვლელად, რომ დგას.
უძლებს წვიმებს და 
უძლებს ქარიშხლებს,
მერამდენეჯერ დაუთოვია...
ვერ წაუშლია
წლების სიბევრეს,
ამოტვიფრული სკამზე
ფიცრები,
რამდენი მრევლის მესაიდუმლე...
მეც ვესაუბრე...
მხოლოდ
შენ და ამ სკამს
გაქვთ ძალა,
 სიტყვების ნაცვლად
ფიქრების გაცვლა...
არ გაცემა...
არ გადაცემა...
მხოლოდ აქ არის
სულის სიმშვიდე,
წავალ და სულიც
აილეწება.
...და როგორც წინათ,
ვზივარ მოგელი,
შენი, იმედი არ მეკარგება.
სხვა დანარჩენი
არც ღირს სათქმელად.
როგორც კი ჭიშკრის
ზღურბლს გადავცდები,
ბიჯზეც ვერ ვცდები
ცოდვათა ყოფას.
დაცლილი ვდგავარ,
სული მიწივის,
ამ შემოდგომის
ფოთოლსა ვგავარ;
დღეს ყველა ეტრფის
ფოთოლთა ცვენას,
ხვალ მეეზოვე
გადაგვის ალბათ,
გაზაფხულდება,
ნეშომპალდება,
ზაფხულში არვის
ემახსოვრება,
მზეც კი ნორჩ ფოთლებს
ეკეკლუცება...
-ვცდილობ ავავსო
სიცარიელე,
ვიგონებ წარსულს,
გადავიმღერე,
იქაც რამდენი ჭრილობა დამხვდა,
ალბათ ბედად მხვდა,
სიცარიელე...
გასაღიმებლად მაინც მეყო,
ქილა დაცლილი.
ბებოს მოვპარეთ კაკლის მურაბა,
-საზამთროაო და
ჩვენ დავცალეთ,
დაზამთრება არ დავაცადეთ...
ბავშვობა მერგო
გასაღიმებლად,
საამებლად ის დღე,
დღეს აღსარებად, რომ ვაღიარე.
შენ, რომ მპატიობ,
მეც ვაპატიებ
და ასე მაინც ხომ გაღიარებ,
თუ სხვანაირად არ შემწევს ძალა,
ამით ვიმშვიდებ სულის იარებს.
როგორ ახერხებ, რომ
არასდროს კარგავ სიმშვიდეს,
როცა გეტყვი,
მოვიპარე...
 ვარღვევ მცნებებს, 
შენ, კი შემინდე.
მოვედი ღმერთო,
შენ, განდობ პიზას
ორ პირას,
გენდობი, მისხალს
არ გიმალავ არც რას,
ვჭამ, ჭიან ვაშლს,
მიწას რომ ძრავს,
მძრავს სურვილი
მოვშორდე ურვას,
თავში ვიკლავ თავს,
ვითვლი სარკმელს რვას,
ოთახი ჩემსას ჰგავს,
ვიხდი ტკივილებს,
იქამდე მაინც სანამ
მეორედ ავილეწები,
სანამ, ყურები ამიწუილებს...

05.10.2021წ
ნინო როსტიაშვილი
neru

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი