ვინ რა იცის...


ვინ რა იცის...

"ძაღლი ჰყეფს და ქარავანი მიდის"
ვინ რა იცის, სად წაგვიყვანს ბედი,
ზოგი ნატრობს პურს ,
ერთი დღის სამყოფს,
ზოგი ფრთებს და აღმაფრენას ლამობს.
ვიღაცისთვის, არა კმარა თასი,
ვიღაცისთვის, დღე ყოფილა თარსი,
ვიღაც, არჩევს ხმაურიან ყოფნას,
ვიღაც სტირის გამჩენსა და ყოფას.
ახლა სადღაც, აფრინდება მტრედი,
 და ვინ იცის, სად იმღერის გედი,
ხოდა, სანამ ცოცხალი ვარ ვმღერი,
ხვალ რავიცი, რას მიმზადებს ბედი.

22.06.2000წ
ნინო როსტიაშვილი
NERU ✍️

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი