ყივის...
ყივის... აენთო, ჩაქრა, წვიმს, ელვას დაუბზარვს ზეცა... სიო ქრის, სუსხია ღამის, მარტო ვარ ზღვასთან, აგვისტოს თვეში, ვეღარ მითბობ მხრებს, შეციებულს, თუმც არ მაშინებს, აღარც ჭექა, აღარც ქუხილი. მე უმზეობა, უშენობა, უფრო მაშინებს, რად შემოეხვა მზეს ღრუბელი, ბედად სუდარა, ავმა ზმანებამ, რად იმართლა თავი, იმ ღამეს, გალაკულ ფიცარს რას ერჩოდნენ, რად აჭედებდნენ. ვზივარ, ვსველდები, უსაშველო ტალღა მაფხიზლებს, დღიურს ვწერ-ვნამავ, ფურცელს ვხევ, თოლია ყივის... ახლა მობუზულ, უსახლკაროს, ვდარდობ გოშიას. დანამულ ფურცლის, ჩიტებს ვაფრენ, თოლია ყივის... 04.08.1992წელი ნინო როსტიაშვილი NERU ✍️
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი